17 მარტი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30107 - ტენდერი ჯართის გაყიდვის თაობაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 17 მარტი 2026 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) აცხადებს ტენდერს ჯართის გაყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის შესყიდვას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სარეალიზაციო ჯართი განთავსებულია 5 მისამართზე შემდეგი მიახლოებითი მოცულობით:
- ქ. რუსთავი - ფოლადის მილები - 33 ტონამდე;
- ქ. გარდაბანი, ხრამი - ფოლადის მილები, თუჯის ურდული, ელ. გამანაწილებელი ჯიხური - 25 ტონამდე;
- ქ. თბილისი, ფეიქრების ქ N14 - ფოლარის და თუჯის მილები, შერეული ჯართი - 24 ტონამდე;
- ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის მე-2 შეს 1ა - ფოლარის და თუჯის მილები, შერეული ჯართი - 5 ტონამდე;
- ქ. თბილისი, ჩანგტლაძის ქ 46 - ტრანსპორმატორი, რკინის ფარი - 6 ტონა
ასევე, 2 ობიექტზე მოცემულია ფერადი მეტალის (ალუმინის) ჯართი:
- ქ. თბილისი, ფეიქრების ქ N14 - ალუმინი - 20 კგ.
- ქ. თბილისი, ჩანგტლაძის ქ 46 - ალუმინი ტრანსპორმატორში - დაახ. 750 კგ.
3. განფასება
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ფასის შეთავაზება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში ასევე ხელმოწერილი PDF ფორმატით.
პრეტენდენტ კომპანიას არ აქვს უფლება დანართ N1-ში დაფიქსირებული მინიმალური ფასის ქვემოთ ფასის დაფიქსირება.
4. ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:
- ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე 5 დღით ადრე.
- თანხის ასახვიდან არაუგვიანეს 5 დღეში პრეტენდენტი ვალდებულია დაიწყოს ჯართი გატანის პროცესი მითითებული ტერიტორიებიდან, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს GWP-თან. გატანის პროცესი ყველა ობიექტიდან არ უნდა გაცდეს 2 (ორი) კვირას.
- აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ 1 დღით ადრე პრეტენდენტი ვალდებული გვაცნობოს და შეათანხმოს გატანის დრო.
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გატანისათვის საჭირო ტრანსპორტი, ამწე, , სასწორი, მუშა-ხელი და/ან სხვა საჭირო რესურსები. მათ შორის ფერადი ჯართის გამოცალკევება და ცალკე აწონვა.
- გატანამდე იწერება ზედნადები, რომელიც აიტვირთება RS-ზე.
- ჯართის გატანას ესწრებიან GWP-ის თანამხლები თანამშრომლები, რომლის თანდასწრებით უნდა მოხდეს აწონვა (ზუსტი წონის დადგენა), სასაქონლო ზედნადების კორექტირება და საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმება
- ანგარიშსწორება სწორდება საბოლოო ზუსტი წონის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საორიენტაციო რაოდენობა მეტი იქნება, მანამ სანამ არ მოხდება ავანსის ჩარიცხვა ჯართის გატანა ტერიტორიიდან არ იწარმოებს. თუ ავანსი მეტი იქნება თანხა უკან დაუბრუნდება გამარჯვებულ კომპანიას.
5. დაინტერესებული პირის მიერ სისტემაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ;
- კომპანიის ფაქტობრივი/საწყობის მისამართი.
შენიშვნა:
1) მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
6. ხელშეკრულების გაფორმება
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
7. სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის დაინტერესებული პირი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- გამყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს წინადადებების მიღების დასრულების ვადა, შეცვალოსსაქონლის რეალიზაცისს პირობები, რასაც დროულად აცნობებს მონაწილეებს, ან შეწყვიტოს საქონლის რეალიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- გამყიდველი გამარჯვებულ მყიდველს გამოავლენს კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- გამყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს დაინტერესებული პირისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია მონაწილე პირის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე პირის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული ინტერესთან გამოხატვის პროცესიდან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას გამყიდველის მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 მარტი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების მიმართულებით:
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); +995 599 19 25 00
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 595 22 66 94
ტექნიკური მიმართულებით: (ობიექტების დათვალიერებისათვის)
საკონტაქტო პირი: ირაკლი ვარაზი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ivarazi@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1314); +995 599 97 98 89
ტენდერის კატეგორია:
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები