26 მარტი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30204 - ფასთა კვლევა ბანკნოტების დასაბანდეროლებელი მანქანებზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 მარტი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა მოკვლევას ბანკნოტების დასაბანდეროლებელი მანქანებზე.
ინსტრუქცია ფასთა მოკვლევაში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ფასთა მოკვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება კვლევის მსვლელობის პერიოდში.
- კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
- წინამდებარე კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.
1. ზოგადი ინფორმაცია:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა მოკვლევას ბანკნოტების დასაბანდეროლებელი მანქანებზე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
ფასთა მოკვლევის მოთხოვნები:
- მოდელი: COM BBF II-200-40
- მწარმოებელი: Taiyo Seiki CO.,LTD
- ელექტრომომარაგება: ძაბვა ~220V, სიხშირე 50Hz.
- სიმძლავრე: 350W
- ლენტის სიგანე: 40 მმ
- რაოდენობა: 9 ცალი
წარმოსადგენი (ასატვირთი) ფასთა მოკვლევის დოკუმენტების სია:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დეტალური აღწერა და ტექნიკური სპეციფიკაცია
- ღირებულება ერთეულზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- საგარანტიო პირობები.
- შემდგომი ტექნიკური მომსახურების პირობები.
- მოწოდების ვადები და პირობები.
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)
დამატებითი ინფორმაცია:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 მარტი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ: 555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
გამარჯობა , მხოლოდ კონკრეტული მოდელი COM BBF II-200-40 განიხილება? შემიძლია შემოგთავაზოთ ალტერნატივა კარგი ხარისხი.