8 აპრილი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30355 - ტენდერი სერვერული აპარატურის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 აპრილი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კურორტი საირმე“ (ს/კ 225058576) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სერვერული აპარატურისშესყიდვასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
წინადადება უნდა იყოს შემუშავებული დანართი N1-ის შესაბამისად;
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ერთ ლოტად; მონაწილეებისათვის დაშვებულია შემოთავაზების გაკეთება როგორც ერთ, ისე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ყველა ბრენდზე.
1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს სისტემური მხარდაჭერა და გამართული ფუნქციონირება ფასთა ცხრილის გათვალისწინებით;
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF – Manufacturer Authorization Form), რომელის დაადასტურებს შემოთავაზებული პროდუქციის რეალიზაციასა და გაყიდვის ავტორიზაციას და სადაც მითითებული იქნება პრეტენდენტის დასახელება;
- საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მინიმუმ 1 ავტორიზებული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
- მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს დანართით განსაზღვრული საგარანტიო/მხარდაჭერის პერიოდი;
- მხარდაჭერის პერიოდის მანძილზე შემსყიდველს უნდა ჰქონდეს ცხელი ხაზით, ელ. ფოსტითა ან/და პორტალით მწარმოებელთან/გამყიდველთან ინციდენტის რეგისტრირების საშუალება;
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული ბრენდის სისტემის მწარმოებლის მიერ, მომსახურებაზე სერთიფიცირებული მინიმუმ ერთი ინჟინერი, რომელიც იქნება აკრედიტებული შემოთავაზებული სისტემის ინსტალაციაზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინჟინრის/ინჟინრების სერთიფიცირების დოკუმენტი;
- შემოთავაზებული პროდუქცის სრულად მიწოდება და ინსტალაცია უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისისა.
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
2. განფასების მოთხოვნის პირობები
- ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს აშშ დოლარში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ბაღდათის რაიონი, კურორტი საირმე, ტექნიკური მეილი: it@tegetamotors.ge
4. ანგარიშსწორების პირობა
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად;.
5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია
- ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, სკანირებული და ხელმოწერილი ვერსია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF).
6. დამატებითი ინფორმაცია
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 8 აპრილი, 15:00 საათი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვეშ), ან შემდეგი ელექტრონული მისამართი: ProcurementTenders@sairmeresort.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 აპრილი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. შინაარსობრივ მხარესტან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა-პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@sairmeresort.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები