ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30357 - ტენდერი მაკულატურის ყუთების განთავსებასა და ყოველთვიურ მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ევექსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 აპრილი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 აპრილი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 აპრილი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს - მაკულატურის ყუთების განთავსება და ყოველთვიური მომსახურება. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად. 

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება გენერალური მომსახურების ხელშეკრულება, 1 (ერთი) წლის ვადით. 

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება - 01 აპრილი  2026
    - სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება - 20 აპრილი 2026
    - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 01 მაისი 2026
    - ხელშეკრულების გაფორმება - 10 მაისი 2026

I. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

II. ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

III. ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის. 

IV. შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

V. ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან. 

VI. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი. 

VII. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები

სს „ევექსი“ წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში (ფილიალების დეტალური ჩამონათვალი წარმოდგენილია დანართი #1-ში) აცხადებს ტენდერს მაკულატურის შემგროვებელი ყუთების მიწოდების, ფილიალებში განთავსებისა და ყოველთვიური მომსახურების უზრუნველსაყოფად. ტენდერის მიზანია უზრუნველყოს ორგანიზებულად და რეგულარულად მაკულატურის შეგროვება, უსაფრთხო განთავსება და მისი გადატანა გადამუშავების ცენტრში. 

  • კომპანიამ უნდა განახორციელოს მაკულატურის ყუთების განთავსება სს ევექსის ფილიალებში ფილიალების ჩამონათვალი, მისამართები და განსათავსებელი ყუთების რაოდენობა წარმოდგენილია დანართი #1- ში. ყუთი უნდა იყოს მწვანე ფერის, მაკულატურისთვის განკუთვნილი.
  • კომპანიამ უნდა განახორციელოს მაკულატურის გატანა თვეში ერთხელ, წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით.

კომპანია ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს მაკულატურაში არსებულიინფორმაცია.

ტენდერში განიხილება მაკულატურის ყუთების განთავსების ყველა შესაძლო ვარიანტი, როგორც ფასიანი მიწოდება, ასევე უსასყიდლო ან სიმბოლურ ფასად გადაცემა.

მაკულატურის გადამუშავებით მიღებული ნებისმიერი ღირებულება ეკუთვნის მომწოდებელს,  სს „ევექსი“  მაკულატურის სანაცვლოდ არ ითხოვს ანაზღაურებას.  

თვის ჭრილში შეგროვებული მაკულატურის საშუალო რაოდენობა წარმოდგენილია დანართი #1 - ში. 

ემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს მაკულატურის განადგურებისთვის საჭირო შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს მაკულატურის გადამუშავებისათვის საჭირო მოქმედი ნებართვა, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი თავად არ ახორციელებს მაკულატურის გადამუშავებას, იგი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია შესაბამისი ქვეკონტრაქტორის შესახებ, მათ შორის მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოქმედი ნებართვა, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ქვეკონტრაქტორი უფლებამოსილია განახორციელოს მაკულატურის გადამუშავება. 

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.  

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • მომსახურების პირობები 

4. სატენდერო წინადადების ფორმატი:

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის/ფიზიკური პირის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ბრენდების ჩამონათვალი, რომელსაც წარმოადგენს კომპანია. პარტნიორების და კლიენტების ჩამონათვალი;
  • გამოცდილება:

ა) კლიენტების ჩამონათვალი: კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);

ბ) შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

  • კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას , დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე 

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით. 

5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში. 

6. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე 
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში  

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: l.zhvania@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები