17 აპრილი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT30368 - ტენდერი მე-9 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის დაბალი რადიაციული ნაწილის წინა და უკანა კედლის N13 პანელის მომზადება-შეცვლის სამუშაოებზე/დაბალი რადიაციული ნაწილის მარჯვენა კედლის N17 პანელის მომზადება-შეცვლის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: მტკვარი ენერჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 17 აპრილი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს #01/04-ME-S/Panel-26 მე-9 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С დაბალი რადიაციული ნაწილის წინა და უკანა კედლის N13 პანელის მომზადება-შეცვლის სამუშაოებზე/დაბალი რადიაციული ნაწილის მარჯვენა კედლის N17 პანელის მომზადება-შეცვლის სამუშაოებზე
მომსახურების აღწერა:
- მე-9 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის ТГМП 344 A/C საცეცხლეს დაბალი რადიაციული ნაწილის მარჯვენა კედლის № 17 პანელის გადაკეთება/შეცვლა
- მე-9 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის ТГМП 344 A/C საცეცხლეს საშუალო რადიაციული ნაწილის უკანა კედლის № 13 პანელის გადაკეთება/ შეცვლა.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- დანართი 1 - სატენდერო ინფორმაცია
- დანართი 2 - სამუშაოს მოცულობა მარჯვენა კედლის
- დანართი 3 - სამუშაოს მოცულობა უკანა კედლის პანელის
აუცილებელი მოთხოვნა:
სავალდებულოა წინადადების წარდგენამდე ობიექტზე ჩასვლა (გარდაბანი, აღმაშენებლის 2ა) და სამუშაოების მოცულობის ადგილზე შესწავლა. ნახაზების მოწოდება მოხდება ადგილზე ტექნიკური დეპარტამენტის მხრიდან.
წინადადების წარდგენის წესი:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 17 აპრილი, 17:00 სთ;
- წინადადებების წარდგენა ხდება დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
ტენდერში დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს:
- წინადადების ვალიდურობის პერიოდს;
- ფასს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ჩათვლით;
- ინფორმაციას გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაციას შესრულების ვადების შესახებ;
- სამუშაოების გარანტიის პირობები და ვადა;
- ინფორმაციას ანალოგიური მომსახურების შესახებ (ბოლო 3 მსგავსი კონტრაქტი: კომპანია, დასახელება, ღირებულება და შესრულების პერიოდი)
შენიშვნა: სამუშაოების წარმოების საორიენტაციო თარიღად განისაზღვრა 01.06 – 01.07 (ივნისი-ივლისი) 2026 წელი
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ბესიკ კუბლაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 516 979
ელ. ფოსტა: bkublashvili@giec.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზ ჩინჩალაძე
საკონტაქტო ნომერი: 555 351 153
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება