27 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3045 - ტენდერი მგზავრების ტრანსპორტირების მომსახურებაზე რეგიონების მასშტაბით
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მგზავრების ტრანსპორტირების მომსახურებაზე რეგიონების მასშტაბით.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები:
- ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი;
- ხარისხიანი და ოპერატიული სატრანსპორტო მომსახურება;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
- ანგარიშწორება განხორციელდება მომსახურების შესრულების შემდეგ;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: თეონა არდოტელი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7432)
მობ.:(+995 577) 120 570
ელ-ფოსტა: tardoteli@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=802&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები