22 აპრილი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30458 - ტენდერი სწრაფი გადახდის მეტალის კორპუსის და ქუდის განახლება/ღებვის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 აპრილი 2026 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 აპრილი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის ტერმინალის მეტალის კორპუსისა და ქუდის აღდგენის, კოროზიის მოცილების, დამუშავების, შეღებვისა და დაშლა-აწყობის მომსახურების შესყიდვაზე, 2 (ორი) წლის ვადით.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - www.tenders.ge - საშუალებით ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
| დასახელება | რაოდ. (თვეში) | |
| 1 | სწრაფი გადახდის მეტალის კორპუსი | 50.00 |
| 2 | სწრაფი გადახდის ტერმინალის მეტალის ქუდი | 50.00 |
ძირითადი მოთხოვნები:
მეტალის კორპუსი
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- მეტალის კორპუსის დაშლას;
- კოროზიის სრულ მოცილებას;
- კოროზირებული/დაზიანებული მეტალის ელემენტების აღდგენას ან შეცვლას;
- ზედაპირის დამუშავებას ანტიკოროზიული გრუნტით;
- შეღებვას ანტიკოროზიული საღებავით შემდეგი სპეციფიკაციით (მომსახურება მოიცავს როგორც გარე, ასევე შიდა ზედაპირების დამუშავებას):
- ტერმინალის კორპუსი – ნარინჯისფერი;
- ტერმინალის კარი – თეთრი;
- მონიტორის პანელი – ნარინჯისფერი;
- ტერმინალის პანელი – თეთრი;
- ტერმინალის ძირი – თეთრი; - შეღებილი კორპუსის სრული აწყობა;
- ერთი კორპუსის დამუშავების საშუალო ფართობი შეადგენს დაახლოებით 3.5-4.0 მ²-ს. (აღნიშნული მაჩვენებლები არის საორიენტაციო და არ წარმოადგენს ფასის კორექტირების საფუძველს)
მეტალის ქუდი
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- მეტალის ზედაპირის დამუშავებას;
- კოროზიის მოცილებას;
- დაზიანებული უბნების აღდგენას ან შეცვლას;
- შეღებვას ანტიკოროზიული საღებავით (ნარინჯისფერი); (მომსახურება მოიცავს როგორც გარე, ასევე შიდა ზედაპირების დამუშავებას);
- ერთი ქუდის დამუშავების საშუალო ფართობი შეადგენს დაახლოებით 0.8-0.9 მ²-ს. (აღნიშნული მაჩვენებლები არის საორიენტაციო და არ წარმოადგენს ფასის კორექტირების საფუძველს)
ტრანსპორტირება:
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს დამკვეთი.
წარმადობა:
მინიმალური წარმადობა: თვეში არანაკლებ 50 ერთეული კორპუსი და 50 ერთეული ქუდი.
სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ერთეულის ფასს;
- დეტალურ ხარჯთაღრიცხვას;
- გამოყენებული მასალების ჩამონათვალს;
- სატესტო სამუშაოს შესრულებას (შეფასების ეტაპზე).
ანაზღაურების პირობები:
ანაზღაურება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ყოველთვიურად.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში ტრანსპორტირების ხარჯი არ უნდა იყოს გათვალისწინებული; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- დანართი N4- დეტალური ხარჯთაღრიცხვა
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად გამოცხადდება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 აპრილი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები