ჩაბარების ვადა:

4 მაისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30568 - ტენდერი რუსთავის ცემენტის ქარხანაში, სკრუბერის კოშკურის რემონტზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 მაისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს რუსთავის ცემენტის ქარხანაში, სკრუბერის კოშკურის რემონტზე.

,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.

მოცულობები:

სამუშაოების ლოკაცია: +28.4 მეტრიდან +40.59 მეტრამდე სიმაღლე

დაგეგმილია:

+28.4 მეტრ სიმაღლეზე სამუშაო ბაქნის მოწყობა

ბაქნის მოწყობის შემდეგ: 

  • +28.4 მ-დან +40.59 მ-მდე ხარაჩოს მოწყობა 
  • სკრუბერის კორპუსზე არსებული თერმოიზოლაციის დემონტაჟი
  • დაზიანებული ადგილების აღდგენა
  • თერმოიზოლაციის მონტაჟი
  • ხარაჩოს დემონტაჟი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • დაზიანებული კორპუსის ზუსტი ფართობი წინასწარ უცნობია და დადგინდება მხოლოდ თერმოიზოლაციის დემონტაჟის შემდეგ;
  • შესაბამისად, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება გთხოვთ წარმოადგინოთ გახარჯული ფოლადის ფურცლის წონის მიხედვით (ერთეულის ფასი), ხოლო საბოლოო გაანგარიშება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხარაჩოებსა და ძირითად მასალებს უზრუნველყოფს დამკვეთი.

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი დეკუმენტაცია:

  • აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
  • თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
  • რისკების შეფასება;
  •  სამუშაო მეთოდოლოგია;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
  • ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
  • უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოს შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა
  • სამუშაოს შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ სამუშაოს შესრულების თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: ეტაპობრივი შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე ან სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

წინადადების წარმოდგენამდე აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი რუსთავის ცემენტის ქარხანაში.

ტექნიკური დეტალების დაზუსტებისა და ქარხანაში ვიზიტის ორგანიზების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

მალხაზ ჭყოიძე – +995 577 500 583
კახა ტურაშვილი – +995 577 95 91 08

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა: 04.05.2026, 15:00 საათი.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

შალვა ბერიძე
+995 591 538 383
shalva.beridze@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები