6 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30592 - ტენდერი ბანკის საკუთრებაში არსებული პრეციზიული კონდიცირების სისტემების სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული პრეციზიული კონდიცირების სისტემების სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე.
2. მომსახურების აღწერა და მოცულობა
მომსახურების საგანი: ბანკის ბალანსზე რიცხული, ჯამში 23 ერთეული კონდიცირების სისტემის სრული ტექნიკური მომსახურება.
მოწყობილობების ტიპები: მომსახურება უნდა გაეწიოს Stulz-ის ბრენდის პრეციზიულ კონდიციონერებს.
მომსახურების ობიექტები:
- ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N29ა
- ქ. თბილისი, ლილო, ნაკვეთი #145
- ქ. თბილისი, სააკაძის დაღმართი
- ქ. თბილისი, შარტავას ქ.#77
- ქ. თბილისი, პუშკინის #3
3. ტექნიკური დავალება
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების სრულყოფილი შესრულება:
გეგმიური მომსახურება (წელიწადში 4-ჯერ):
- კომპრესორების შემოწმება.
- გარე და შიდა ბლოკების ვენტილატორების შემოწმება.
- გარე და შიდა ბლოკების ელექტრონული პლატების შემოწმება.
- გარე ბლოკების რადიატორების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში გარეცხვა.
- სისტემაში ფრეონის წნევის შემოწმება.
- სამაცივრე აგენტისა და მილგაყვანილობის შემოწმება.
- შიდა ბლოკების ფილტრების გაწმენდა/შეცვლა.
- სადრენაჟო მაგისტრალის შემოწმება.
- მაღალი და დაბალი წნევების აღმრიცხველის შემოწმება.
- ელექტროგაყვანილობის სრული შემოწმება.
4. მომსახურების პირობები (SLA)
- გეგმიური მომსახურება: კონდიცირების სრული სისტემის გეგმიური შემოწმება უნდა განხორციელდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ.
- სასწრაფო (ავარიული) მომსახურება (24/7 რეჟიმში):
- რეაგირების დრო: ბანკის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 საათის განმავლობაში ტექნიკური ჯგუფის ობიექტზე გამოცხადება.
- დიაგნოსტიკის დრო: ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში პრობლემის სრული დიაგნოსტირება.
- პრობლემის აღმოფხვრა: დიაგნოსტირებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში პრობლემის სრული აღმოფხვრა. - სათადარიგო ნაწილები: დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ნაწილების შეცვლა პირველ ეტაპზე ხორციელდება ობიექტზე არსებული ბანკის სარეზერვო მარაგით.
- ანგარიშგება: ყოველი ავარიული სიტუაციის აღმოფხვრიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ტექნიკური რეპორტი (დაზიანების მიზეზი, აღმოფხვრის მეთოდი,პრევენციული რეკომენდაციები).
5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პრეციზიული და სტანდარტული კონდიცირების სისტემების ტექნიკური მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- კომპანიას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი.
- მსგავსი მასშტაბის პროექტების შესრულების გამოცდილება (სასურველია წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რეკომენდაციები).
- უპირატესობა მიენიჭება stulz-ის ავტორიზირებულ სერვის კომპანიებს საქართველოში.
6. კომერციული წინადადების წარმოდგენის ფორმა
პრეტენდენტებმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული ცხრილების სახით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
ტელ: 551462003
b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება