ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30713 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ელ+
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 7 მაისი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 18 მაისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ელპლუს, ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს და, 21 წელია, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს. ელპლუსი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც:

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000 ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
  • ცნობილი ევროპული ბრენდების, ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში: INIM, BOSCH, BRISTOL, VIKING და სხვა.
  • აქვს იტალიურიდან ქართულ ენაზე ადაპტირებული სახანძრო უსაფრთხოების მართვის პანელი.
  • პარტნიორი კომპანიების მეტი კომფორტისთვის შემუშავებული აქვს მომსახურების სრული პაკეტი.
  • წარმატებით განავითარა სახანძრო ინვენტარის ადგილობრივი წარმოება.

შპს „ელ +“ აცხადებს ტენდერს:  ტენდერი საწვავის შესყიდვაზე.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან: 2026 წლის 1 ივნისი;

საწვავის მოხმარება (ლიტრი):

საწვავის ტიპი თვის საშუალო შესყიდვა წლის საშუალო შესყიდვა
Regular 2,500 30,000
Premium 2,500 30,000
Diesel 4,200 50,000

 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). თითოეული ტიპისი საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას. 
  • ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში; გთხოვთ წარმოადგინოთ ლოკაციების მიხედვით ზუსტი მისამართები. 
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
  • ბენზინ-გასამართ სადგურებზე ჩიპით (რინგი) მომსახურების სერვისი. 
  • ჩიპების ავტომობილებზე მონტაჟის სერვისი;
  • რინგები და ბარათები უნდა იმართებოდეს შესაბამისი პროგრამით (აპლიკაცია ან/და ვებ. გვერდი), რომლის ადმინისტრატორი უნდა იყოს შპს ელ +;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს საწვავის სერთიფიკატები სახეობების მიხედვით(ოქტანობა, მწარმოებელი,ემისია)
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge

სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  •  სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. 
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „ელ +_ის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  •  შპს „ელ+“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ავტოპარკის ხელმძღვანელი:
საკონტაქტო პირი: მიშა კაშია
ელ. ფოსტა: misha.kashia@elplus.ge
ტელ: +995 599 99 43 03

შესყიდვების დეპარტამენტი:
ელ. ფოსტა: Supply@elplus.ge
ტელ: 544 44 64 84

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი
შეკითხვები