ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30714 - ტენდერი მანქანების ბრენდირებაზე

  • გამომცხადებელი: ლომისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 მაისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

 .. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #- EF-GE/859
  • დანიშნულება: მანქანების ბრენდირება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი მომსახურების აღწერილობით;
  • მანქანების ტექნიკური მახასიათებლები;
  • სტიკერის დიზაინი;
  • მანქანის ფოტოები;

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 

ტენდერის პირობები:

  • მომწოდებელი ვალდებულია, სატენდერო წინანადებაში მოწოდებული მანქანებზე პასუხისმგებელ პირს თავად დაუკავშირდეს,ნახოს ადგილზე, აზომოს და შემსყიდველს მიაწოდოს განფასება, თითოეული მანქანისა;
  • იმ შემთხვევაში, თუ მანქანებს აქვს ძველი სტიკერი, მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების საფასურში შეიყვანოს მოხსნისა დაგასუფთავების ხარჯები. მომსახურებაში უნდა შევიდეს ნებისმიერი ხარჯი, რომელიც საჭიროა გაიღოს მომწოდებელმა საბოლოობრენდირების მისაღებად, მათ შორის ტრანსპორტირება, სტიკერების დემონტაჟი და ..
  • მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მანქანის სტიკერის ნიმუში.
  • ტენდერის ბიუჯეტიდან გამომდინარე, შემსყიდველმა შესაძლოა შეამციროს ან მოამატოს დასაბრენდი მანქანების სია.
  • სატენდერო წინადადებას თან ერთვის დასაბრენდი ვიზუალები და საბეჭდი ფაილები.
  • ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნებამომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
  • შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის, მომსახურების მოწოდების ვადის და ნიმუშის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვისობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
  • მომსახურების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდაიყოს გონივრული.
  • გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან/მომსახურების გაწევიდან 60 კალენდარული დღისშემდგომ.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.05.2026 - 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მეგი მაისურაძე
ელ. ფოსტა megi.maisuradze@ge.anadoluefes.com & tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
შეკითხვები