15 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30719 - ტენდერი კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული ტუმბო სადგურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL, USD, EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 11 მაისი 2026 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2026 დრო 17:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული ტუმბო სადგურების შესყიდვის თაობაზე
ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი ან რამოდენიმე კომპანია, რომელიც შეძლებს მიაწოდოს შემსყიდველს სასურველი საქონელი ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში.
1.2 საქონლის აღწერა და რაოდენობა:
რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართებში N1 და N2
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ექსელის ფორმატში (დანართი N2) დანართი N1-სა და დანართ N2-ში მოცემული მოთხოვნების მიხედვით.
ექსელის შევსება სრულად სავალდებულოა!
1.4 საქონლის მიწოდების დრო, ფორმა და ადგილი:
მიწოდების დრო: გთხოვთ მიუთითეთ ექსელის ფორმატში - მოწოდების ვადის ათვლა ყოველ ჯერზე დაიწყება შემსყიდველისგან, ოფიციალური ელექტრონული ფოსტით მოთხოვნის მიღების თარიღიდან.
მიწოდების ადგილი: თბილისი, წყალსადენის ქ. N7
მოწოდების პირობა: DAP/CIP/DDP Tbilisi
1.5 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. პრეტენდენტს შეუძლია ავანსის მოთხოვნა, სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით, რომლისთვისაც მოუწევს საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.
1.6 საგარანტიო პირობები:
პრეტენდენტი პასუხუსმგებლობას იღებს, რომ შემოთავაზებული საქონელი დამზადებულია საუკეთესო მასალისგან, მაღალი სტანდარტებით; სრულიად ახალი და გამოუყენებელია. ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვიანი საგარანტიო პირობა, რომლის ვადაც აითვლება შემსყიდველის საწყობში საქონლის მიწოდების დღიდან.
1.7 გამოცდილების მოთხოვნა:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდების გამოცდილება და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი, ზედნადებები, მიღება-ჩაბარებების აქტები, და ა.შ
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- სრულად შევსებული ფასების ცხრილი (დანართი N2) - სავალდებულო;
- სრული კომპლექტაციის სია, ჩაშლილი ყველა მაკომპლექტებლის აღწერით, რაოდენობებით და ფოტოებით თითოეულ წარმადობაზე
- პროდუქციის ფოტო და/ან ვიდეო მასალა, იმ შემთხევაში თუ ვერ მოხდება ნიმუშად 1 სადგურის მიწოდება (მწარმოებლისგან/სავალდებულო);
- პროდუქციის ნახაზები (მწარმოებლისგან/სავალდებულო);
- პროდუქციის ტექნიკური პასპორტი (მწარმოებლისგან/სავალდებულო);
- მწარმოებლის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტაცია/სერტიფიკატები: მოხმარების სახელმძღვანელო, ინსტალაციის ინსტრუქცია, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვ;
- პრეტენდენტის სრული რეკვიზიტები: კომპანიის და საბანკო რეკვიზიტები; ხელშეკრულების ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფების დამადასტურებელი საბუთი/მინდობილობა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც უნდა გაიცეს ამ ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- ინფორმაცია მიწოდებასთან, გარანტიისა და გადახდის პირობებთან დაკავშირებით;
- შევსებული შესაბამისობის კითხვარები, რომელიც ატვირთული იქნება www.tenders.ge-ზე წინამდება დავალებასთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ ეს კითხვარი, ბოლო 1 წლის განმავლობაში შევსებული არ აქვს პრეტენდენტს;
- პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
- თანხმობა სატენდერო პირობებზე, რისთვისაც პრეტენდენტმა წინამდებარე დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი და ატვირთოს შემოთავაზებასთან ერთად;
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
- თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
- ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისის 17:00 -მდე საქართველოს დროით. ჩაბარების დროის შეცვლის შემთხვევაში ცვლილების შესახებ ეცნობებათ მონაწილე კომპანიებს.
1.9 ხელშეკრულების გაფორმება:
- გამარჯვებულ კომპანი(ებ)ასთან გაფორმდება ხელშეკრულება ამ ტენდერის პირობებისა და წარმოდგენილი ხელშეკრულების დრაფტების შესაბამისად.
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან.
1.10 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ამერიკულ დოლარში ან ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 მაისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი/ევრო
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111(ext 1114); 595 25 74 58
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა