15 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30721 - ტენდერი დენის სადენების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს "სილქნეტი" აცხადებს დენის სადენების შესყიდვაზე ტენდერს და იწვევს მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
პროდუქციის შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
გთხოვთ იხილოთ თანდართული ნახაზები დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ნახაზებში მოცემული პირობების შესაბამისად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
| ტენდერის # | 2026/13 |
| ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება | 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით |
| განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში | 10 საათიდან 18 საათამდე |
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ 3 კომპანიის);
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- კლიენტების ჩამონათვალი.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
მოთხოვნა:
წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ლაშა გამგებელი
ტელეფონი: +995 595 11 66 24
E-mail: lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N7
ტენდერის კატეგორია:
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები