ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30795 - ტენდერი მერჩენდაიზინგის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შარმ ტრეიდინგი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 მაისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „შარმ ტრეიდინგი“ (ს/ნ 211397004) (შემდგომში — „შემსყიდველი“) აცხადებს კერძო ტენდერსმერჩენდაიზინგის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, შემდეგი ბრენდების მიმართულებით: Eczacibasi (Selpak), American food, Ekaterra (Lipton), Renna Group, Carlsberg, Tchibo, Kinetics, Biosphere, Schwarzkopf Professional, Friso, Vaco, Tchibo Baltika, Unilever, Henkel Consumer Brands, Colgate-Palmolive, Haleon (GSK), SCA (Essity), და იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ პირებსსატენდერო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტებს განემარტოთ შემსყიდველის მოთხოვნები, მომსახურების სპეციფიკა, საკვალიფიკაციო პირობები და სატენდერო წინადადების წარდგენისწესი, სრულყოფილი და კონკურენტული წინადადების წარმოდგენის უზრუნველსაყოფად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს შპს „შარმ ტრეიდინგი“.

1. ტენდერის საგანი

ტენდერის საგანს წარმოადგენს მერჩენდაიზინგის მომსახურების შესყიდვა.

მომსახურება გულისხმობს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი ადამიანური რესურსის — მერჩენდაიზერების — გამოყოფასა და მართვას, რომლებიც უზრუნველყოფენ დანართი N1-ითგანსაზღვრული სამუშაოებისა და ფუნქციების სრულფასოვან შესრულებას.

მომსახურების გაწევის ობიექტები, ლოკაციები, სავაჭრო წერტილების ჩამონათვალი დარაოდენობა მითითებული იქნება დანართ N2-ში.

2. მომსახურების ძირითადი მოთხოვნები 

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ისეთი ადამიანური რესურსის წარმოდგენა, რომელიც:

  • ფლობს მერჩენდაიზინგის მიმართულებით მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას; 
  • ფლობს ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარებს; 
  • შეუძლია სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორი განთავსების, ვიზუალური სტანდარტებისადა მარაგების კონტროლის უზრუნველყოფა; 
  • უზრუნველყოფს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას განსაზღვრული გრაფიკისა დასტანდარტების შესაბამისად; 
  • ფლობს პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხსა და დისციპლინას; 
  • საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ოპერატიული გადაადგილება სხვადასხვა ლოკაციაზე; 
  • იცავს სავაჭრო ობიექტებში მოქმედ შიდა რეგულაციებსა და პროფესიულ ეთიკას. 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მერჩენდაიზერებს უნდა შეეძლოთ დანართ N1-შიგანსაზღვრული სამუშაოების სრულყოფილად და დაუბრკოლებლად შესრულება.

3. პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
  • გააჩნდეს შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილება; 
  • ჰყავდეს საკმარისი ადამიანური რესურსი მომსახურების შეუფერხებლად გასაწევად; 
  • გააჩნდეს ორგანიზაციული და ოპერაციული შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციაზემომსახურების ერთდროულად უზრუნველსაყოფად; 
  • არ იმყოფებოდეს გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესში. 

4. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა განხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 25 მაისის 18:00 საათისა. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ განიხილება.

  • შემსყიდველი განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და შეაფასებს პრეტენდენტებსწინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად; 
  • საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია გამართოს დამატებითიმოლაპარაკებები ან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია; 

5. შეფასების კრიტერიუმები 

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი და ორგანიზაციული მოდელი; 
  • ადამიანური რესურსის რაოდენობა და კვალიფიკაცია; 
  • კომპანიის გამოცდილება, სანდოობა და სტაბილურობა; 
  • მსგავსი მომსახურების განხორციელების გამოცდილება; 
  • სატენდერო დოკუმენტაციის სრულყოფილება; 
  • შემოთავაზებული ფინანსური პირობები. 

6. სატენდერო წინადადების შემადგენლობა

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას: 

  • იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • კომპანიის პროფილი და საქმიანობის მოკლე აღწერა; 
  • მსგავსი პროექტებისა და მომსახურებების გამოცდილების ჩამონათვალი; 
  • ინფორმაციის წარმოდგენა არსებული ადამიანური რესურსის შესახებ; 
  • მერჩენდაიზერების სავარაუდო რაოდენობა, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელიახელშეკრულების ფარგლებში; 
  • მომსახურების განხორციელების ხედვა და ოპერაციული მოდელი; 
  • ფინანსური შეთავაზება. 

7. სატენდერო წინადადების წარდგენის წესი

სატენდერო წინადადების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად, 25 მაისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: l.tsulaia@sharm.ge

8. დამატებითი ინფორმაცია

შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამატებითიინფორმაცია ან განმარტებები.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთშემდეგ ტელეფონის ნომერზე: 555 991 193 p.khutsishvili@sharm.ge

დანართები

  • დანართი N1 — მერჩენდაიზერების ფუნქციები და შესასრულებელი სამუშაოების აღწერა; 
  • დანართი N2 — მომსახურების გაწევის ობიექტების/ლოკაციების ჩამონათვალი და რაოდენობა.
  • დანართი N 3 - სატენდერო განაცხადის ფორმა

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება
შეკითხვები