11 ივნისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30868 - ტენდერი 120 ცალი All in one კომპიუტერის (სრული კომპლექტი) შესყიდვის თაობაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 28 მაისი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივნისი 2026 დრო 12:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს 120 ცალი All in one კომპიუტერის (სრული კომპლექტი) შესყიდვის თაობაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
კომპიუტერის მახასიათებლები:
- ეკრანის ზომა-23,8'
- პროცესორი- i3
- ოპერატიული მეხსიერება- 16gb
- მყარი დისკი- 512gb ssd
- კლავიატურა+მაუსი
- გარანტია მინიმუმ 2 წელი
- განიხილება მხოლოდ შემდეგი ბრენდები: lenovo; hp; dell
მიწოდების პირობები:
მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
- სატენდერო წინადადება (ფასი, პროდუქციის დეტალური ტექნიკური აღწერილობა)
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3, ბოლო 6 თვის გაცემული)
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
- ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
ელ -ტენდერი:
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე.
- Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
- ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივნისი 12:00 სთ
- ვაჭრობის დაწყების დრო: 2026 წლის 11 ივნისის 12:00 სთ
- ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზებისმოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 ივნისი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ვაჭრობის დაწყების დრო: 11 ივნისი, 12:00 საათი.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ ანა დოლიძეს , ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: ana.dolidze@terabank.ge ან procurement@terabank.ge მობ: 598752220
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 51600000 კომპიუტერებისა და საოფისე მოწყობილობების დამონტაჟება
- 72500000 კომპიუტერთან დაკავშირებული მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
- 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება
- 72900000 კომპიუტერის მონაცემების სარეზერვო დუბლირება და კატალოგების კონვერტირება