ჩაბარების ვადა:

8 ივნისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30907 - ტენდერი ბრენდირებული პოლო მაისურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივნისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 ივნისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული პოლო მაისურების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალბით: www.tenders.ge ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი

რაოდენობა

ბრენდირებული პოლო მაისური

475

ტექნიკური მახასიათებლები:

  • მასალა: მინიმუმ 95% ბამბა;
  • ქსოვილის სიმკვრივე: არანაკლებ 180 გ/მ²;
  • ფერი: ნაცრისფერი;
  • ლოგო: სტაფილოსფერი;
  • პროდუქცია უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მტკიცედ შეკერილი და მდგრადი;
  • ნაკერები უნდა იყოს თანაბარი და გამძლე;
  • ქსოვილი არ უნდა კარგავდეს ფორმასა და ფერს ექსპლუატაციისა და მრავალჯერადი რეცხვის პროცესში;
  • ლოგოს დატანა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის ბეჭდვის მეთოდით (სილქსქრინი ან ანალოგიური ტექნოლოგია);
  • ლოგო უნდა იყოს მკაფიო, ფერების მდგრადობით;
  • არ უნდა ზიანდებოდეს, იქერცლებოდეს ან კარგავდეს ფერს ექსპლუატაციისა და რეცხვის პროცესში;
  • ზომები: XS-დან 4XL-მდე;
  • ზომების განაწილება დაკონკრეტდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდგომ;
  • პროდუქცია უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი და დეფექტების გარეშე;
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სატესტო ნიმუშის წარმოდგენა.

მოწოდების პირობები:

  • მოწოდება განხორციელდება ერთ ეტაპად - 2026 წლის ივნისში
  • მოწოდების მისამართი: ქ. თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროდუქციის მოწოდება და მითითებულ მისამართზე

ანაზღაურების პირობები:

ანაზღაურება განხორციელდება პროდუქციის მოწოდებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს

უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და (საჭიროების შემთხვევაში) ბეჭდით

დამოწმებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატში):

  • დანართი N1 - კომპანიის რეკვიზიტები
  • დანართი N2 - ფასების ცხრილი
  • დანართი N3 - განხორციელებული პროექტებისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი

დამატებითი პირობები:

  • ფასები უნდა იყოს დაფიქსირებული ლარში, დღგ-სა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე.

შეფასების კრიტერიუმები: 

  • გამარჯვების კრიტერიუმია: ღირებულება და ხარისხი
  • განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს
  • სატენდერო შემოთავაზებასა და სისტემაში დაფიქსირებულ ფასებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სისტემაში დაფიქსირებულ ფასს
  • გამარჯვებულად გამოცხადდება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და სრულად დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს

დამატებითი პირობები:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შედარების აქტი (დავალიანების გარეშე)
  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია 3 (სამი) დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან
  • დამკვეთი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან გააუქმოს ტენდერი შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი გამოაცხადოს ანულირებულად, თუ მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი
  • სხვა პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ივნისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტექნიკურ და ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18235300 ბამბის ქსოვილის მაისურები
  • 18332000 მაისურები
შეკითხვები