ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3092 - ტენდერი პლასტმასის ურნების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფაზა II აცხადებს ტენდერს პლასტმასის ურნების შესყიდვაზე.

პროგრამის შესახებ:
„ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II“ (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

WMTR II მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.–სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

 WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება
  • საზოაგდოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანი:
ტენდერის მიზანია ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის ფასებისა და მოწოდების ვადების დასადგენად შემოთავაზებების მოძიება, რომელთა შეფასების საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება 1 წლიანი ხელშეკრულება:

  • 1 ცალი 240 ლ. მოცულობის პლასტმასის ურნა
    - სიღრმე - 720 მმ; სიგანე - 570 მმ; სიმაღლე - 1065 მმ
  • 1 ცალი 360 ლ. მოცულობის პლასტმასის ურნა
    - სიღრმე - 875 მმ; სიგანე - 580 მმ; სიმაღლე - 1080 მმ
  • 1 ცალი 770 ლ. მოცულობის პლასტმასის ურნა
    - სიღრმე - 780 მმ; სიგანე - 1380 მმ; სიმაღლე - 1280 მმ
  • 1 ცალი 1100 ლ. მოცულობის პლასტმასის ურნა
    - სიღრმე - 1060 მმ; სიგანე - 1360 მმ; სიმაღლე - 1280 მმ

აუცილებელი მოთხოვნა: ყველა კონსტრუქცია უნდა იყოს მდგრადი გარემო პირობებისა (წვიმას, ტემპერატურულ ცვილებას) და შეძლებისდაგვარად, მექანიკურო დაზიანების მიმართ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org  ერთ ფაილად (pdf ფორმატში) ა.წ. 15 მოემბრის ჩათვლით:

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონი;
  • მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და ვიზუალური მასალა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო (დრო, რომელიც საჭიროა პროდუქციის ჩამოსატანად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი პროდუქცია საკმარისი რაოდენობით არ იქნება ადგილზე);
  • პროდუქციის ფასი. ( გთხოვთ, ფასი მიგვითითოთ ერთეულისათვის. შემოთავაზება უნდა მოხდეს დღგ-ს გარეშე.)

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.
  • პროდუქციის ფასი;
  • შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები