13 ნოემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3099 - ტენდერი LED Full HD ტელევიზორების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ ბანკი აცხადებს ტენდერს Sony-ის, Samsung-ის ან Phipips-ის LED Full HD ტელევიზორების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება და შესყიდვა განხორციელდება ეტაპოვრივად, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი -(MAF);
- მოითხოვება მწარმოებლის, ქარხნული, მინიმუმ 3 წლიანი გარანტია;
- განიხილება მხოლოდ სამი ბრენდის მოდელები - Sony, Samsung, Philips;
- ტელევიზორი უნდა იყოს შავი ფერის;
- ტელევიზორს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად წვრილი დაბოლოვება ( კანტი);
- ტექნიკური მონაცემები: LED, Full HD; 1920 x 1080; 16:9; 200 Hrz;
- შემოთავაზებულ მოდელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი ინტერფეისები: HDMI, Display - პორტი, DVI; VGA;
- USB - პორტი ;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 3 ნოემბერი 2017 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი No1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: თეა გიორგაძეს 599915078
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=809&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა