
14 აპრილი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT31 - სერვერების შესყიდვა
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს ორი სერვერის შეძენაზე.
თანდართულ ცხრილში იხილეთ პროდუქტების და რაოდენობების ჩამონათვალი.
ანგარიშსწორება მომწოდებელთან უნდა განხორციელდეს მოწოდებიდან 35 დღის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები (დღგ-ს ჩათვლით) მოცემული ცხრილის მიხედვით
- ანგარიშსწორების პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი)
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
- მიმღების დასახელება (ინფორმაციულ-ტექნოლოგიური დეპარტამენტი)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 14 აპრილი, 18:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
სს "ბაზისბანკი", ინფორმაციულ-ტექნოლოგიური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მუჯირი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1
ტელ.: (+995 32) 2 922922 (+ 224)
ელ.ფოსტა: nick.mujiri@basisbank.ge