ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3101 - ტენდერი პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ ბანკი აცხადებს ტენდერს პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს ვლადიმერ სიჭინავას სახელზე, სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge  ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2- ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა; 

სხვა პირობები

  • თანხის გადახდა მოხდება შეთანახმების საფუძველზე;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • 80 მიკრონიან პოლიეთილენის პარკების ყოველთვიური სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრება 50 000 ერთეულით - ყოველი თვის 1 რიცხვში;
  • 30 მიკრონიან პოლიეთილენის პარკებზე ბანკის შეკვეთის რაოდენობა - საჭიროების შესაბამისად;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე. 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ვლადიმერ სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4617)
მობ.:(+995 599) 74 00 41
ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 ნოემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=810&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი