ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3104 - ტენდერი კვებითი მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების შესყიდვაზე.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) იწვევს კვებითი მომსახურების მიწოდების სფეროში გამოცდილების მქონე კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • I ეტაპი - საკვალიფიკაციო ეტაპი ელექტრონული პორტალი www.tenders.ge -ს საშუალებით - RFI (Request for Information)
  • II ეტაპი - ტენდერი ეიპიემ ტერმინალს ფოთის ელექტრონული პორტალი „არიბა“-ს საშუალებით - RFP (Request for Proposal)

მომსახურების აღწერა:

  • ნავსადგურის თანამშრომლებისთვის კვებითი მომსახურების გაწევა;
  • საკვების მომზადებისას ახალი და ხარისხიანი პროდუქტის გამოყენება, შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით და საკვების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სხვა შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • მომსახურების გაწევის ადგილი: ფოთი, აღმაშენებლის ქ. #52, ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე არსებული სასადილო;
  • სადილის დრო: ორშაბათი-კვირა, 12:00-დან 15:00 საათამდე (ამ პერიოდში სასადილოს მომსახურე პერსონალმა უშუალოდ უნდა გასცეს საკვები მომხმარებლებზე).

შენიშვნა: თანამშრომლების საშუალო რაოდენობა დღის განმავლობაში შეადგენს 50-60 ადამიანს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
    - კომპანიის დასახელება;
    - კომპანიის საიდენთიფიკაციო კოდი;
    - ფაქტიური მისამართი;
    - საკონტაქტო პირი - სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; 
  • ცნობა, რომ არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული მსგავსი მომსახურების ჩამონათვალი (კომპანიების, მომსახურების გაწევის პერიოდის და ჯამური ღირებულების მითითებით);
  • 1 კვირის მენიუ და ფასი:
    - კვირის ყოველი დღისთვის განსხვავებული, დაბალანსებული მენიუ;
    - მინიმუმ სამკომპონენტიანი დღიური ულუფა: ა) წვნიანი, ბ) ძირითადი კერძი გარნირით, გ) კომპოტი ან მისთ.;
    - დღის მენიუში არჩევანის შესაძლებლობა: მინიმუმ ორი სახეობა თითოეული კატეგორიიდან;
  • მომსახურე პერსონალის რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები (ჭურჭლის მრეცხავი, საკვების გამცემი, ა.შ).

შენიშვნა: საკვების კალორიულობა გათვლილი უნდა იყოს ზრდასრულ, ფიზიკური სამუშაოს შემსრულებელ მამაკაცზე.

მიმწოდებელი ვალდებულია:

  • საკვების მომზადება და გაცემა, ინვენტარის და საკვების დამუშავების ზონების დასუფთავება და ნარჩენების მართვა ადგილობრივ და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობაში;
  • სასადილოს პერსონალის უზრუნველყოფა უნიფორმებით;
  • აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა - სასადილოთი მოსარგებლე თანამშრომელთა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას მოსარგებლეთა რაოდენობის შესახებ დღეების მიხედვით. ამასთან, სისტემას უნდა ჰქონდეს დღიური შეზღუდვისა და თანადაფინანსების სქემის მართვის შესაძლებლობა.

შენიშვნა: შემსყიდველი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მიმწოდებელი სასადილო ინვენტარით, გაზის და ელ. ენერგიის მიწოდებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 17 ნოემბრის 16:00 საათისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფია კემულარია
ტელ.: 599 887540
მეილი: sopio.kemularia@apmterminals.com 

თინათინ ლორთქიფანიძე
ტელ.: 599 990778
მეილი: lortkipanidzetinatin@gmail.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება