10 ნოემბერი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT3105 - ტენდერი ავიაბილეთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ავიაბილეთების შესყიდვაზე და იწვევს კვალიფიციურ პრეტენდენტებს მონაწილეობის მისაღებად.
მიმართულება:
- მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი – ერთი ადამიანი
- თბილისი - კატმანდუ - თბილისი – ორი ადამიანი
- მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი – ერთი ადამიანი
მგზავრობის თარიღი:
- მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით გაფრენა უნდა განხორციელდეს 30 ნოემბერს (შეიცავს თხილამურების ჩანთას და დამატებით 1 ჩანთას).
- თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით გაფრენა უნდა განხორციელდეს 15 დეკემბერს (შეიცავს თხილამურების ჩანთას და დამატებით 1 ჩანთას).
- თბილისიდან კატმანდუს მიმართულებით გაფრენა უნდა განხორციელდეს 26 ნოემბერს.
- კატმანდუდან თბილისის მიმართულებით გაფრენა შესაძლებელია განხორციელდეს 4 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით.
- მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით გაფრენა უნდა განხორციელდეს 10 იანვარს (გვიან ღამით) ან 11 იანვარს.
- თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით გაფრენა უნდა განხორციელდეს 21 იანვარს.
აუცილებელი მოთხოვნა: მგზავრობისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობები, მგზავრის ხელბარგის დასაშვები წონა არანაკლებ 7-8 კგ, სამგზავრო ბარგის დასაშვები წონა არანაკლებ 20 კგ.
ფრენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ტრანზიტული ფრენა, ტრანზიტის დრო არ უნდა იყოს 3-4 საათზე მეტი.
ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებები 2017 წლის 10 ნოემბრამდე 14:00 საათი, შემდეგ ელ. ფოსტაზე: g.giorgobiani1988@gmail.com ან დალუქული კონვერტით მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N40/1
შესყიდვების წარმომადგენელი:
გიორგი გიორგობიანი
ტელ: +995 577 64 00 74
ელ.ფოსტა: g.giorgobiani1988@gmail.com
შესყიდვების წარმომადგენელი განახორციელებს კონკურსის მიმდინარეობის ზედამხედველობას და შემდგომი პროცესის ადმინისტრირებას.
ტენდერის კატეგორია:
- 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები