24 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31057 - ტენდერი ელექტროგამანაწილებელი ფარების მოდერნიზაციაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 17 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივნისი 2026 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში მდებარე ბანკის ობიექტის (0.4 კვ ძაბვაზე) ელექტრული სისტემის მოდერნიზაციის სამუშაოების შესყიდვაზე.
სამუშაოები მოიცავს არსებული ელექტრული ფარების ნაწილობრივ განახლებას, ექსპლუატაციიდანგამოსული აპარატურისა და კაბელების დემონტაჟს, ავტომატური ამომრთველების ჩანაცვლებას და საკაბელოინფრასტრუქტურის მოწესრიგებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
2. სამუშაოს მოცულობა და ტექნიკური დავალება:
შესასრულებელი სამუშაოები დეტალურად აღწერილია წინამდებარე დოკუმენტის დანართში №1 - ტექნიკური დავალება.
ძირითადი სამუშაოები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:
- ცენტრალური 0.4 კვ გამანაწილებელი ფარის განახლება: მოძველებული ATS-ის ავტომატიკისწრედების, ამომრთველებისა და კაბელების დემონტაჟი; ახალი Switch-disconnector-ის, ATS-კონტროლერების, PLC კონტროლერისა და სენსორული პანელის მონტაჟი და ინტეგრაცია.
- კომპლექსური სატრანსფორმატორო პუნქტი: სამი ერთეული ავტომატური ამომრთველის (MCCB) შეცვლა ნომინალებით: 1250A, 630A, 400A.
- გენერატორების ტექნიკური ოთახები: გაუქმებული ATS მართვის ფარებისა და უმოქმედო სადენებისდემონტაჟი; მოქმედი გენერატორების სადენების მოწესრიგება და ლითონის საკაბელო არხებშიგანთავსება.
სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ობიექტის ფუნქციონირების შეფერხების გარეშე, ძირითადად არასამუშაო საათებში.
3. სატენდერო წინადადების წარმოდგენის პირობები:
- სავალდებულო ობიექტზე ვიზიტი: სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე, თითოეულიპრეტენდენტი ვალდებულია განახორციელოს ვიზიტი ობიექტზე არსებული მდგომარეობის სრულადშესასწავლად. ვიზიტის დასადასტურებლად და დასაგეგმად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქვემოთმითითებულ საკონტაქტო პირს.
- საკონტაქტო პირი:
- სახელი, გვარი: გიორგი სხილაძე
- ტელეფონი: 577 102 917
- წინადადების წარდგენა: სატენდერო წინადადება (კომერციული და ტექნიკური ნაწილი)წარმოდგენილი უნდა იყოს tenders.ge-ს ელექტრონული პორტალის მეშვეობით
- წინადადების ენა: ქართული.
4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
- პრეტენდენტი უნდა იყოს იურიდიული პირი, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი მასშტაბისა და სირთულის პროექტების განხორციელებისმინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და სერტიფიკატების მქონე ტექნიკურიპერსონალი.
- პრეტენდენტს არ უნდა ერიცხებოდეს საგადასახადო დავალიანება.
5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ (განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი)
- შევსებული დანართი №2 - განფასების ცხრილი.
- ტექნიკური წინადადება, რომელიც აღწერს სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიასა და ეტაპებს და ვადებს.
- შემოთავაზებული მოწყობილობებისა და მასალების ტექნიკური მონაცემთა ფურცლები
7. კომერციული და იურიდიული პირობები
- ფასები: წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის (მათ შორის დღგ)გათვალისწინებით. ფასი უნდა იყოს საბოლოო და მოიცავდეს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულიატექნიკური დავალების სრულად შესრულებასთან.
- გადახდის პირობები: ანგარისსწორება მოხდება შესრულების შესაბამისად, შესაძლებელია ეტაპობრივი ანაზღაურება, ავანსის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საავანსო საბანკო გარანტია.
- საგარანტიო ვადა: შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს.გამოყენებულ მოწყობილობებზე მოქმედებს მწარმოებლის ქარხნული გარანტია.
- შრომის უსაფრთხოება: კონტრაქტორი ვალდებულია, დაიცვას შრომის უსაფრთხოებისა დაელექტროდანადგარებთან მუშაობის წესები.
დანართი N6: დამატებითი მოთხოვნები მასალებთან და სამუშაოს ორგანიზებასთან დაკავშირებით
- გამოყენებული მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული;
- სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების მანიშნებლების დაყენება;
- მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი და შეთანხმებული უნდა იყოს სამუშაოს წარმოების გეგმა;
- შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება;
- მშენებლობის დროს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობა, მათი ჯეროვნად შესრულება და მოთხოვნების დაცვა;
- სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, შემსრულებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი და რაც დადგენილია მიმდინარე პერიოდში საქართველოში არსებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ;
- სამუშაო ადგილის მომზადებასა და გარემოს დაცვისათვის და შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის შემსრულებელი პასუხისმგებელია:
- შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
- მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
- სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
- სამშენებლო ობიექტზე შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ის პირი, რომელთაც გავლილი ექნება ტექნიკის უსაფრთხოების და სანიტარულ წესებზე სპეციალიზირებული ინსტრუქტაჟი;
- მოძრაობისათვის სახიფათო ზონებში საჭიროა დაიდგას სპეცილიზირებული გამაფრთხილებელი ნიშნები;
- სამუშაო ადგილები უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაოს წამოებისათვის საჭირო უსაფრთხოების ინვენტარით;
- სამუშაოს დაწყების წინ მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამცველი ჩაჩქანებით, სპეცილიზირებული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით;
- მშენებლობისათვის გამოყოფილი ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით;
- სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს სპეც ტექნიკის გამოყენების ყველა წესი და უსაფრთხოების სტანდარტი.
- ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესრულებას მშენებლობაზე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივნისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბექა მუმლაძე
551462003
ტენდერის კატეგორია:
- 45317300 ელექტროგამანაწილებელი აპარატურის მონტაჟი