ჩაბარების ვადა:
10 ნოემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3109 - ტენდერი თბომავალი „ტგმ-4“-ის შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG Copper აცხადებს ტენდერს თბომავალი „ტგმ-4“-ის შეკეთების მიზნით.
სამუშაოთა შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 10.11.2017, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 34600000 რკინიგზისა და ტრამვაის ლოკომოტივები და მოძრავი შემადგენლობა და თანმდევი ნაწილები