ჩაბარების ვადა:
14 ნოემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3119 - ტენდერი შოკოლადის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს რძიანი და შავი (სამარხვო) შოკოლადების შესყიდვაზე;
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
- მომწოდებელი ვალდებულია ნიმუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);
- დეტალური სპეციფიკაცია:
- შოკოლადის ფორმატი: 5 გრამიანი ფილები;
- დაახლოებითი წონა: 4 ტონა ( 2 ტონა რძიანი, 2 ტონა შავი სამარხვო)
- ბრენდირებული შეფუთვა : ბანკის მიერ მიწოდებული დიზაინი
- სავალდებულო მოწოდების ვადა ბანკისთვის: 2017 წლის 15 დეკემბერი; o შოკოლადის ტიპი: რძიანი და შავი (სამარხვო)
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 7 ნოემბრიდან – 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია
კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“; - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
საკონტაქტო პირი: მარი გახოკიძე 577 525404
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 14 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=814&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი