15 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31399 - ტენდერი რაჭა ჰესისა და რიცეულა ჰესის კომპლექსზე იქტიოლოგიური კვლევებისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “აცხადებს ტენდერს „რაჭა ჰესისა და რიცეულა ჰესის კომპლექსზე იქტიოლოგიური კვლევებისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურებაზე - #2/07-GIEC-HPP / Racha & Ritseula HPP Complex – Ichthyological Studies & Biodiversity Monitoring -26
ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტი: „რაჭა ჰესისა და რიცეულა ჰესის კომპლექსზე იქტიოლოგიური კვლევებისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურება “
შესყიდვის სტრუქტურა:
შესყიდვა დაყოფილია 2 (ორ) დამოუკიდებელ ლოტად. პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარადგინოს როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტზე. დამკვეთი იტოვებს უფლებას თითოეული ლოტის ფარგლებში გამარჯვებულად გამოავლინოს სხვადასხვა პრეტენდენტი.
ლოტი 1: რაჭა ჰესისა და ხედეთურის კაშხალზე იქტიოლოგიური კვლევები, ასევე წყლის ბინადრებისა და მდინარესთან ახლოს მობინადრე სახეობებზე ზეგავლენის საკითხების შესწავლა
სამუშაოს აღწერა და მიზანი: აღწერილია ტექნიკურ დავალებაში ლოტი #1 - დანართი #1.
ლოტი 2: რაჭა-რიცეულას ჰესების კომპლექსის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი
სამუშაოს აღწერა და მიზანი: აღწერილია ტექნიკურ დავალებაში ლოტი #2 - დანართი #2.
მისამართი:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:
ლოტი #1 – მომსახურების დაწყება 2026 წლის ივლისში და დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში.
მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ყოველკვარტალურად და ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ყოველი კვარტლის ბოლოს, ხოლო წლის დასრულების შემდეგა ასევე უნდა წარმოადგინოს მთელი წლის შემაჯამებელი ანგარიში;
ლოტი #2 – მომსახურების განხორციელება წელიწადში ერთხელ, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოცულობისა და ვადების შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ:
- კომერციული წინადადება თითოეული ლოტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- მომსახურების შესრულების დეტალური გრაფიკი თითოეული ლოტის მიხედვით;
- კვლევის/მონიტორინგის მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;
- ინფორმაცია ანგარიშგების ფორმატის, ეტაპებისა და საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის ვადების შესახებ;
- სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური მომსახურებების შესრულებაში;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 ანალოგიური პროექტის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია იქტიოლოგიური კვლევების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, გარემოსდაცვითი კვლევების ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით.
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს თითოეული ლოტით გათვალისწინებული კვლევის არეალი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- კვლევები და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ტექნიკური დავალების, შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო საველე, ლაბორატორიული, კამერალური და ანალიტიკური სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალების სრული მოცულობით;
- კვლევისა და მონიტორინგის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს მიღებული მონაცემების სანდოობას, სიზუსტესა და შემდგომ შედარებადობას;
- თუ კვლევის ან მონიტორინგის პროცესში გამოვლინდება დამატებითი გარემოსდაცვითი, ბიოლოგიური ან ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ შედეგებზე, შემსრულებელი ვალდებულია აღნიშნული გარემოებები ასახოს შესაბამის ანგარიშში რეკომენდაციებთან ერთად;
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს საველე სამუშაოების შესაბამისი ფოტოფიქსაცია, მონაცემების სისტემატიზაცია და საბოლოო ანგარიშში ასახვა;
- საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს კვლევის შედეგებს, ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს თითოეული ლოტის მიხედვით;
- ყველა ანგარიში, ფოტომასალა, ცხრილი, რუკა, GIS-ფაილი ან სხვა კვლევითი მასალა, არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და საბოლოო ანგარიშთან ერთად უნდა გადაეცეს დამკვეთს PDF და რედაქტირებად ფორმატებში;
- შემსრულებელი ვალდებულია კონფიდენციალურად მოეპყროს დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ გაავრცელოს იგი დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- საბოლოო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
წინადადების წარდგენის წესი
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რაჭა ჰესისა და რიცეულა ჰესის კომპლექსზე იქტიოლოგიური კვლევებისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურება “, ასევე ნომერი #2/07-GIEC-HPP / Racha & Ritseula HPP Complex – Ichthyological Studies & Biodiversity Monitoring -26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599099991
Email: kgakhokia@giec.ge
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 15 ივლისი, 17:00 სთ.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ვერიკო აღლემაშვილი
ტელ: 591224244
Email: vaghlemashvili@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში