10 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31409 - ტენდერი უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 4 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს სს “ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. #7) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე ფასების ცხრილის/სპეციფიკაციის (დანართი N1) და ტექნიკური ფაილების მიხედვით.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) და ტექნიკური ფაილების მიხედვით
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. #7);
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკ“-ში
6. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
- საყურადღებო ინფორმაცია!
- საცავის წინამდებარე 2 კარები და ეზოდან შესასველი კარები ერთმანეთზე უნდა იყოს მიბმული, რომ დამოუკიდებლად არ იღებოდეს;
- გამარჯვებული კომპანია ბანკის ფილიალში უსაფრთხოების სისტემების სამონტაჟო/გასამართი სამუშაოების წარმოებას განახორციელებს ეტაპობრივად, 2 (ორი) სავალდებული ვიზიტის ფარგლებში;
- ყოველი ეტაპის წარმოების ვადების შესახებ ბანკის მხრიდან გამყიდველს ეცნობება წინასწარ 3 სამი) კალენდარული დღით ადრე სიტყვიერი ან/და წერილობითი (მათ შორის ელ.ფოსტა) შეტყობინების საშუალებით;
- იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების განხორციელებისას დადგება დამატებითი ვიზიტ(ებ)ის საჭიროება, წინასწარ მოხდება კონტრაქტორის ინფორმირება ბანკის წარმომადგენლის მხრიდან;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს #3 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ივლისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
მოგესალმებით, სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად აღმოჩნდა რომ, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ნახაზები არის ხარვეზიანი, კერძოდ შეუძლებელია ნახაზზე დატანილი ზომების და ოთხაების ნუმერაციის (/როგორც დაზუმვით, ასევე ამობეჭდით) გარკვევა/წაკვითხვა. აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით ტექნიკურ დავალებით გათვალისწინებული ფალებით - მოთხოვნილია - სახანძრო საგანგაშო სისტემა (სიგნალიზაცია) და ევაკუაციის მართვის სისტემა, ავარიული განათების მიწოდება მონტაჟი, რომელიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული დანართი #1 ფასების ცხრილში, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ ისეთი ფაილები სადაც შესაძლებელი იქნება ზომების და ნუმერაციის ამოკითხვა, რაც პირდაპირ კავშირშია საკაბელო ინფრასტრუქტურის მოცულობების განსაზღვრისთის. ასევე, გთხოვთ მოგვცეთ განმარტება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოები და მოცულობები ასახული უნდა უყოს თუ არა დანართი #1 - ფასების ცხრილში.