ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31422 - ტენდერი რაჭა–რიცეულას ჰესების კომპლექსზე გეოდინამიკური პროცესების რისკების შეფასების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს: რაჭა–რიცეულას ჰესების კომპლექსზე გეოდინამიკური პროცესების რისკების შეფასების მომსახურებაზე, #06/07-GIEC-HPP / Racha-Ritseula HPP Geodynamic Risk Assessment -26.

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტი:  

რაჭა–რიცეულას ჰესების კომპლექსზე გეოდინამიკური პროცესების რისკების შეფასების, მონიტორინგისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მომსახურება.

სამუშაოს აღწერა და მიზანი:

სამუშაოები უნდა განხორციელდეს თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართი №1-ის სახით.

მომსახურების მიზანია რაჭა–რიცეულას ჰესების კომპლექსის ნაგებობების განთავსების დერეფანში, მდ. რიცეულას მარჯვენა სანაპიროზე გამავალი გზის მიმდებარე ფერდობზე, სადერივაციო მილსადენის დერეფნის გადამკვეთ ბუნებრივ ხევებში და გავლენის ზონაში მოქცეულ მდ. რიცეულას კალაპოტში არსებული საშიში გეოლოგიური და გეოდინამიკური პროცესების შეფასება, მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა. 

მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს:

  • ჰესის ნაგებობების განთავსების დერეფნის ვიზუალური დათვალიერება და შეფასება;
  • მდ. რიცეულას მარჯვენა სანაპიროზე გამავალი გზის მიმდებარე ფერდობის მდგომარეობის შეფასება;
  • სადერივაციო მილსადენის დერეფნის გადამკვეთი ბუნებრივი ხევების დათვალიერება და შეფასება;
  • გავლენის ზონაში მოქცეული მდ. რიცეულას კალაპოტის ვიზუალური დათვალიერება;
  • სანიტარული ხარჯის მოცულობასა და ფერდობის მდგრადობას შორის შესაძლო კავშირის შეფასება;
  • სათავე ნაგებობის ზედა ბიეფში გეოდინამიკური პროცესების, მათ შორის ღვარცოფმაფორმირებელი კერების მონიტორინგი;
  • საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების დაკვირვება და შეფასება;
  • ფერდობების მდგრადობის შემოწმება;
  • ბუნებრივი ხევებისა და მდ. რიცეულას კალაპოტის შესაძლო ჩახერგვის რისკების შეფასება;
  • საჭიროების შემთხვევაში კალაპოტის ჩახერგვის პრევენციული ღონისძიებების შემოთავაზება;
  • ჰესის ნაგებობების დაზიანების, ადამიანთა დაშავებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა. 

მომსახურების შედეგი

შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • საველე დათვალიერების ანგარიში;
  • ფოტოფიქსაციის მასალები;
  • ეოდინამიკური პროცესების შეფასება;
  • ფერდობების მდგრადობის შეფასება;
  • ბუნებრივი ხევებისა და მდ. რიცეულას კალაპოტის მდგომარეობის შეფასება;
  • რისკების შეფასების ანგარიში;
  • პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების რეკომენდაციები;
  • აჭიროების შემთხვევაში გრაფიკული/სქემატური მასალა;
  • საბოლოო ტექნიკური ანგარიში.

მისამართი:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი სადმელი რაჭა–რიცეულას ჰესების კომპლექსის განთავსების არეალი. 

მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი

2026 წლის სექტემბერი - ოქტომბერი 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • კვლევის/შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;
  • ინფორმაცია ანგარიშგების ფორმატის, ეტაპებისა და საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის ვადების შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური გეოლოგიური, გეოდინამიკური, საინჟინრო-გეოლოგიური ან ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე მონიტორინგის მომსახურებების შესრულებაში;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს კვლევის არეალი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
  • მომსახურება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის, შესაბამისი ნორმების, ტექნიკური დავალებისა და საუკეთესო საინჟინრო პრაქტიკის შესაბამისად;
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს საველე დათვალიერების, გეოდინამიკური პროცესების შეფასების, რისკების ანალიზისა და ანგარიშგების სრულყოფილად შესრულება;
  • შემსრულებელი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფერდობების მდგრადობას, კალაპოტის ჩახერგვის რისკებს, ღვარცოფმაფორმირებელ კერებსა და ჰესის ნაგებობებზე შესაძლო ზემოქმედებას;
  • თუ კვლევის პროცესში გამოვლინდება დამატებითი საშიში გეოლოგიური ან გეოდინამიკური პროცესები, შემსრულებელი ვალდებულია აღნიშნული ასახოს საბოლოო ანგარიშში შესაბამისი რეკომენდაციებით;
  • საველე სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები, განსაკუთრებით რთულ რელიეფზე, ფერდობებზე, მდინარის კალაპოტთან და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მუშაობისას;
  • საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს გამოვლენილი რისკების შეფასებას, დასკვნებსა და პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების რეკომენდაციებს;
  • ყველა ანგარიში, ფოტომასალა, სქემა, რუკა, ცხრილი და სხვა კვლევითი მასალა წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და უნდა გადაეცეს დამკვეთს PDF და რედაქტირებად ფორმატებში;
  • საბოლოო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე

წინადადების წარდგენის წესი

  •  შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე: - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
  • კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება რაჭა–რიცეულას ჰესების კომპლექსზე გეოდინამიკური პროცესების რისკების შეფასების მომსახურებაზე და ტენდერის ნომერი #06/07-GIEC-HPP / Racha-Ritseula HPP Geodynamic Risk Assessment -26 
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: 

კარლო გახოკია
ტელ: 599099991
Email: kgakhokia@giec.ge

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 23 ივლისი, 17:00 სთ.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ვერიკო აღლემაშვილი
ტელ: 591224244 
Email: vaghlemashvili@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები