20 ივლისი 2026, 07:00
სტატუსი:
მიმდინარეT31423 - ტენდერი კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ივლისი 2026 დრო 07:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:
კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურებაზე, #05/07-GIEC-HPP / Kalova Channel Biodiversity Monitoring -26.
ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტი: კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურება.
სამუშაოს აღწერა და მიზანი
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი №1).
- მომსახურების მიზანია კალოვას არხის განთავსების არეალში ჰიდროტექნიკური ნაგებობებისმიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს მდგომარეობის მონიტორინგი, სამუშაოებისდასრულების შემდგომ ბიომრავალფეროვნებაზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება, ფონურმდგომარეობასთან შედარება და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება.
მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს
- ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების საველე დათვალიერება;
- ცხოველთა სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შესწავლა;
- მიღებული შედეგების სამუშაოების დაწყებამდე არსებულ ფონურ მდგომარეობასთან შედარება;
- თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების მონიტორინგი ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სეზონურობის შესაბამისად;
- მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
- დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესრულებისა და ეფექტიანობის შეფასება;
- ფოტოფიქსაცია;
- საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის მომზადება რეკომენდაციებით.
მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობა
მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ორი (2) წლის განმავლობაში შემდეგი პერიოდულობით:
- თევზები – მაისი და ოქტომბერი–ნოემბერი;
- ამფიბიები – მაისი;
- ქვეწარმავლები – მაისი;
- ფრინველები – მაისი და სექტემბერი;
- ძუძუმწოვრები – ივლისი–აგვისტო.
მომსახურების შედეგი
- შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს:
- საველე სამუშაოების ანგარიშები;
- ფოტომასალა;
- სახეობათა აღწერა;
- ფონურ მდგომარეობასთან შედარებითი ანალიზი;
- ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება;
- შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება;
- რეკომენდაციები საჭირო დამატებითი ღონისძიებების შესახებ;
- საბოლოო მონიტორინგის ანგარიში.
მომსახურების შესრულების ადგილი
მისამართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფ.შემოქმედი , კალოვას არხის განთავსების არეალი.
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:
ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი (2) წლის განმავლობაში, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მონიტორინგის პერიოდულობის შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
- მომსახურების შესრულების გრაფიკი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- კვლევის/მონიტორინგის მეთოდოლოგიის აღწერა;
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური ბიომრავალფეროვნების ან გარემოსდაცვითი მონიტორინგის მომსახურებების შესრულებაში;
- ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს
- ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესი;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების მომზადებამდე ადგილზე დაათვალიეროს კვლევის ტერიტორია და გაეცნოს სამუშაო პირობებს;
- მონიტორინგი უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ტექნიკური დავალებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო საველე, ანალიტიკური და კამერალური სამუშაოს შესრულება;
- საველე სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის მოთხოვნები;
- კვლევის პროცესში დაუშვებელია დაცული ან იშვიათი სახეობების დაზიანება ან მათი საბინადრო გარემოს გაუარესება;
- საჭიროების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დააფიქსიროს ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოსდაცვითი ფაქტორები და ასახოს ისინი საბოლოო ანგარიშში;
- ყველა პირველადი მონაცემი, ფოტომასალა, GPS კოორდინატები (არსებობის შემთხვევაში), ცხრილები, GIS-ფაილები და საბოლოო ანგარიშები წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და უნდა გადაეცეს მას რედაქტირებად და PDF ფორმატში;
- საბოლოო ანგარიში უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე.
წინადადების წარდგენის წესი
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე: - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურება “და ტენდერის ნომერი #05/07-GIEC-HPP / Kalova Channel Biodiversity Monitoring -26
პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599099991
Email: kgakhokia@giec.ge
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 20 ივლისი, 17:00 სთ.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ვერიკო აღლემაშვილი
ტელ: 591224244
Email: vaghlemashvili@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში