ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31437 - ბაზრის კვლევა ბრენდირებული შოკოლადების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 7 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 ივლისი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 7 ივლისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს 'საქართველოს ბანკი'' აცხადებს ბაზრის კვლევას ბრენდირებული შოკოლადების შესყიდვასთან დაკავშირებით.

ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:

  • ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.

ძირითადი მოთხოვნები:

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  •  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • სასურველია - სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მაგ.: ISO, HACCP)

შემოთავაზება პრეზენტაციის სახით, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • პროდუქციის დეტალურ აღწერას და ფოტომასალას;
  • ინფორმაციას შეფუთვისა და ბრენდირების შესაძლო ვარიანტების შესახებ;
  • წარმოება/მოწოდების ვადას;
  • შეკვეთის მიღებიდან პროდუქციის მოწოდების კონკრეტულ ვადას;
  • ღირებულებას 1 კგ-ზე, ყველა საჭირო ხარჯის გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაში (ლარი, GEL).

2. პროდუქტის დასახელება (დანართი 1);

პროდუქტის აღწერა:

დასახელება: ბრენდირებული ჩამოსხმული შოკოლადი.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • პროდუქტის აღწერა: 10-გრამიანი შოკოლადის ფირფიტები.
  • ასორტიმენტი: რძიანი და შავი შოკოლადი.
  • შესყიდვის მოცულობა: შესყიდვა მოხდება მარაგების ამოწურვის შესაბამისად. ერთჯერადი შეკვეთის სავარაუდო მოცულობაა 30-50 კგ. წლიური მოთხოვნა შესაძლოა ვარირებდეს.
  • ბრენდინგი: თითოეული შოკოლადი უნდა იყოს ინდივიდუალურ, ბანკის ლოგოტიპით ბრენდირებულ შეფუთვაში.

ნიმუშის მოთხოვნა: 

შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ძირითადი შეკვეთის შესრულებამდე, დასამტკიცებლად წარმოადგინოს პროდუქტის ნიმუშები (როგორც რძიანი, ისე შავი შოკოლადის). 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 ივლისი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი; (ფასის კატეგორიაში ჩავწეროთ სიმბოლურად - 1 ლარი)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
ტელ:  591 220 520 

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 15840000 კაკაო; შოკოლადი და ტკბილეული
შეკითხვები