16 ივლისი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31479 - ტენდერი პლასტიკური ბარათის პრინტერის და სახარჯი მასალების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ივლისი 2026 დრო 16:25
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივლისი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პლასტიკური ბარათების პრიტერის და სახარჯი მასალების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| დასახელება | რაოდ. | |
| 1 | პლასტიკური ბარათების პრინტერი - Fargo HDP5000e (პროგრამული უზრუნველყოფით) | 3 |
| 2 | რიბონი RBN H2 YMC 750 IMAGE | 20 |
| 3 | ფირი RBN H2 INTM 1500 IMAGE | 10 |
| 4 | პრინტერის საწმენდი საშუალება - სველი საწმენდი ბარათი -Alcohol Cleaning Card | 10 |
საჭირო მახასიათებლები:
- პლასტიკური ბარათების პრინტერი რეტრანსფერული ტიპის ცალმხრივად ბეჭდვისთვის Dye-Sublimation / Resin Thermal Transfer სტანდარტით;
- ბარათის სტანდარტი: ზომის სტანდარტი - CR-80; სისქის დიაპაზონი 30mil-50mil; მასალა: ABS, Laminated PVC, PET, PETG, proximity, smart and mag stripe cards;
- ბეჭდვის რეზოლუცია: 300 dpi; ბეჭდვის სიჩქარე დაახლ. 150 ფერადი ბარათი საათში (ცალმხრივი);
- ბეჭდვა ფერადი ფირის და გამჭვირვალე ფირის საშუალებით მაღალ ტემპერატურაზე; over-the-edge (თეთრი კიდეების გარეშე); ანაბეჭდი ხარისხიანი ბარათის პირობებში უნდა იყოს გამძლე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს გამჭვირვალე ფირის ორ ფენად დატანა ანაბეჭდის მეტი გამძლეობისთვის;
- მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ტიპის სახარჯი მასალა: მონოქრომული (შავი); ფერადი, დაცული (ფლუორესცენტული პანელით);
- დისპლეი სტატუსებისთვის / ტესტებისთვის;
- ინტერფეისი: Ethernet, USB 2.0;
- Windows დრაივერი; უტილიტა დიაგნოსტიკისთვის; წმენდისთვის, ტესტირებისთვის; განახლებებისთვის;
- ოპციების დამატების შესაძლებელი ადგილზე: ორმხრივი ბეჭდვის მოდული; სხვადასხვა სტანდარტის პროგრამატორი (მინიმუმ კონტაქტური / უკონტაქტო Mifare ბარათისთვის);
- ბარათის მიმწოდებელი ბუნკერის ტევადობა: 100 ბარათი; ხოლო დაბეჭდილი ბარათის ბუნკერის - 200 ბარათი;
- პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივი ლიცენზირებით (1 სამუშაო ადგილი);
- პროგრამაში სხვადასხვა შაბლონების შექმნის შესაძლებელობა;
- ულიმიტო ცვლადი ველების ან/და მონაცემთა ბაზის დამატება;
- ხელმოწერის, ფოტოს დამატება;
- მოწყობილობაში დიზაინის აწყობა;
- მომხმარებლების უფლებების მართვა;
- რეპორტების გამოტანა;
- გარანტია 2 წელი.
მოწყობილობის კომპლექტაცია
- პროგრამული უზრუნველყოფა (მუდმივი);
- საჭირო კაბელები;
- სახარჯი მასალის საწყისი კომპლექტაცია;
- ვებკამერა
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2026 წლის ივლისში
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები:
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 16/07/2026 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ივლისი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30110000 ტექსტებზე სამუშაო მანქანები