ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T31606 - ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის და ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 ივლისი 2026 დრო 11:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია გაზი აცხადებს ტენდერს:

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრებაში არსებული, გურიის რეგიონში მდებარე ოზურგეთისა და ჩოხატაურის საოფისე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომ ტექნიკურ ზედამხედველობაზე.

შენობები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა საჭიროებს კომპლექსურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც არქიტექტურულ-ვიზუალური, ისე საინჟინრო სისტემების, ელექტროგაყვანილობისა და სხვა კომუნიკაციების მიმართულებით. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის წინასწარ ხარისხიანად მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს სამუშაოების ეფექტიანად დაგეგმვის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ხარისხიანი შესრულების აუცილებელ წინაპირობას.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს წინასწარ მომზადებული პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა მიზანშეწონილია განახორციელოს იმავე პროექტის ავტორმა. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს საპროექტო გადაწყვეტილებების სწორ ინტერპრეტაციას, სამუშაოების უწყვეტ კონტროლს, შესაძლო ტექნიკური ხარვეზების დროულ გამოვლენასა და კომპანიის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • ვიზუალური რენდერების დამზადებას (საჭიროების შემთხვევაში);
  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ უწყისს;
  • სამშენებლო მასალების დეტალურ ჩამონათვალსა და ღირებულებებს საქართველოს მშენებელთა კავშირის მიერ დადგენილი ფასების შესაბამისად.
  • ყველა აუცილებელი თანმდევი დოკუმენტაციის, მათ შორის, ფასების შესაბამისობის შესახებ საექსპერტო დასკვნის მომზადება.
  • ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება: მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინტერესების სრული დაცვით.
  • პრეტენდენტმა ფასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მსგავსი საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი მიღება ჩაბარების აქტები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 ივლისი, 18:00 საათი
  • პტედენტენტმა შეთავაზება უნდა გააკეთოს მის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის პროცენტის ფორმით რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, აგრეთვე საზედამხედველო მომსახურებას. ფასების ცხრილში გთხოვთ მიუთითოთ თქვენი შეთავაზების პროცენტული მაჩვენებლის რიცხვითი მნიშვნელობა. (მაგალითი: 1.25%-ის შემთხვევაში მიუთითეთ 1.25)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ნომერი
593251540
ტელ: ზურა ჩიხლაძე



ტენდერის კატეგორია:

  • 71242000 პროექტისა და გეგმის მომზადება, ხარჯების გამოთვლა
  • 71247000 სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა
შეკითხვები