ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31621 - ტენდერი იმუნოლოგიური კვლევებისთვის საჭირო რეაგენტების, კალიბრატორების, კონტროლების და დამხმარე მასალების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: მეგალაბი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „მეგალაბი“ აცხადებს ტენდერს იმუნოლოგიის რეაქტივების შესყიდვის მიზნით.

ტენდერის ფარგლებში შერჩეულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება 3 (სამი) წლის ვადით.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • იმუნოლოგიური კვლევებისთვის საჭირო რეაქტივების უწყვეტი, სტაბილური და დროული მიწოდება;
  • სს „მეგალაბისთვის“ შესაბამისი იმუნოლოგიური ანალიზატორების გადმოცემა სარგებლობაში (არანაკლებ 2 (ორი) და არაუმეტეს 3 (სამი) ერთეული აპარატურის) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
  • აპარატურის ტრანსპორტირება, ინსტალაცია, ტექნიკური გამართვა და ექსპლუატაციაში გაშვება;
  • აპარატურის სრული ტექნიკური მომსახურება და სერვისული მხარდაჭერა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • სს „მეგალაბის“ თანამშრომლების გადამზადება აპარატურისა და შესაბამისი რეაქტივების გამოყენების მიმართულებით;
  • რეაქტივების ხარისხის, შესაბამისობისა და მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

სატენდერო წინადადებასთან ერთად მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  • სარეკომენდაციო წერილი/წერილები კომპანიის შესახებ, გაცემული მოქმედი მომხმარებლების ან პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • სარეკომენდაციო წერილი/წერილები შემოთავაზებული აპარატურის შესახებ, რომელიც ადასტურებს აპარატის საიმედოობას, ხარისხს, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ექსპლუატაციის გამოცდილებას;
  • შემოთავაზებული აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები და შესაბამისობის დოკუმენტაცია;
  • რეაქტივების სრული ჩამონათვალი, ფასები და მიწოდების პირობები;
  • აპარატურის ინსტალაციის, საგარანტიო და სერვისული მომსახურების პირობები.

შეთავაზებების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ.ფოსტაზე: order@megalab.ge 31 ივლისის 18:00 საათამდე.

საკონტაქტო პირი:

მარიამ მათეშვილი
ელ. ფოსტა: order@megalab.ge
მობ: 595527850

ტენდერის კატეგორია:

  • 33694000 დიაგნოსტიკური საშუალებები
  • 33696200 რეაქტივები სისხლის ანალიზისათვის
  • 33696500 ლაბორატორიული რეაქტივები

დოკუმენტაცია

შეკითხვები