ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31642 - ტენდერი 3 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს (UPS) – ის და აკუმულატორების მოწოდება/მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 28 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 28 ივლისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს  3 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს (UPS) – ის და აკუმულატორების მოწოდება/მონტაჟზე. 

  • სპეციფიკაცია: შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში
  • სატენდერო მოთხოვნები:
  • მიწოდების ვადა: 3 კვირა
  • მიწოდების მისამართი - მიცკევიჩის 29ა
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა:  ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება, ანალოგიური პროდუქციის მიწოდება/მონტაჟში. მათ შორის 2026 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ერთეული 80 KVA და მეტი სიმძლავრის  UPS.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
  • სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
  • საგარანტიო ვადა - 2 წელი
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა.  

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • შესაბამისობის სერთიფიკატი (Certificate of Conformity)
  • საქარხნო შემოწმების აქტი (FAT)
  • შემოთავაზებული მოდელის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია (უმჯობესია ტექ. დოკუმენტის ვებ ლინკი)
  • ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი სერთიფიკატები (ან შესაბამისი აღნიშვნები უნდა იყოს ტექნიკურ დოკუმენტში (Data Sheet))
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2)
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
glomtadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
შეკითხვები