5 აგვისტო 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31647 - ტენდერი თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში და ქალაქ მცხეთაში საგზაო საფარის (ასფალტის) აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების მომსახურების ერთი წლის განმავლობაში (შემდგომი ერთწლიანი გაგრძელებით) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 28 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 აგვისტო 2026 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში და ქალაქ მცხეთაში საგზაო საფარის (ასფალტის) აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების მომსახურების ერთი წლის განმავლობაში (შემდგომი ერთწლიანი გაგრძელებით) შესყიდვასთან დაკავშირებით.
ტენდერი ცხადდება 3 ურთიერთდამოუკიდებელ ლოტად:
- ლოტი N1 – N1 საოპერაციო ცენტრი - ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის რაიონში (მ.შ.: წყნეთი, ბეთანია, ახალდაბა, კვესეთი, სოფელი დიღომი, დიდი დიღომი, ქოშიგორა, მუხათგვერდი, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი, ოქროყანა)
- ლოტი N2 – N2 საოპერაციო ცენტრი - ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე ჩუღურეთის (მ.შ ზედა ზონები: ზაჰესი, სოფ. გლდანი) რაიონებში და ქალაქ მცხეთაში
- ლოტი N3 – N3 საოპერაციო ცენტრი - ისან-სამგორის რაიონში (მ.შ ზედა ზონები: პატარა ლილო, დიდი ლილო, ნასაგური)
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება) სრულად და დეტალურად აღწერილი არის თანდართული ხელშეკრულების დრაფტ ვერსიაში.
საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვის ჩამონათვალი და სავარაუდო წლიური რაოდენობა/მოცულობა წარმოდენილია თანდართული დანართების სახით შესაბამისი საოპერაციო ცენტრის მიხედვით:
- ლოტი N1 - N1 საოპერაციო ცენტრი
- ლოტი N2 - N2 საოპერაციო ცენტრი
- ლოტი N3 – N3 საოპერაციო ცენტრი
შენიშვნა:
ყოველ ლოტს თან მოჰყვება დანართი (ცალკე შიტად), სადაც წარმოდგენილია მიახლოებითი სტატისტიკური მონაცემები ჯამურ ჭრილში (საოპერაციო ცენტრებზე პროცენტული გადანაწილებით) და ჩამონათვალის 1-დან 8 პოზიციის ჩათვლით სამუშაოების ჩამონათვალი.
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
1.3 განფასება
განფასება პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თანდართული ფაილების (ლოტი N1, ლოტი N2, ლოტი N3) შესაბამისად ყოველი ლოტისათვის დამოუკიდებლად, როგორც ექსელის ფაილის სახით ასევე, PDF ფაილის სახით.
შენიშვნა:
- გთხოვთ, განფასებისას ყურადღება მიაქციოთ პოზიციების განზომილებებს!
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-სა და საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით.
- დაუშვებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მომსახურების გაწევის პერიოდში ფასის ცვლილება. პრედენდენტი ადასტურებს, რომ მან დამოუკიდებლად შეაფასა ყველა შესაბამისი რისკი, მათ შორის და არა მხოლოდ მომსახურების წარმოებისთვის საჭირო მასალის ფასის ცვალებადობა, შრომის ანაზღაურება, ლოჯისტიკურ და გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები და თანახმაა იკისროს აღნიშნული რისკები, „შემსყიდველისთვის“ რაიმე დამატებითი გადასახდელის წარმოშობის გარეშე.
- მონაწილე კომპანიას ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს როგორც ყველა ლოტით, ასევე ცალკეული ლოტით.
1.4 სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა
სამუშაოს შესრულების/ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, შემდგომი ერთწლიანი ავტომატური გაგრძელებით ხელშეკრულების იგივე პირობების გათვალისწინებით.
1.5 სამუშაოს გადაცემა
დამკვეთის მხრიდან დავალება გადაიცემა ონლაინ პორტალით, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება შესასრულებელი სამუშაოს მისამართი, და სამუშაოს პოზიციები და მიახლოებითი მოცულობა.
1.6 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.
1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 24 თვის განმავლობაში შესრულებული მსგავსი სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის ჯამური ღირებულება მეტი უნდა იყოს 3 მილიონ ლარზე. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
1.8 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის წარმოდგენისა და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.9 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 200,000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში. (სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ განიხილება)
1.10 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- განფასება - პუნქტი 1.3-ის შესაბამისად;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი, რაც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი კომპანია სრულად გაეცნო სატენდერო პირობებს, მათ შორის ხელშეკრულების დრაფტს.
- შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (კითხვარი 1 და კითხვარი 2).
ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.10 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!
შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.11 ხელშეკრულების გაფორმება
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში ლოტების შესაბამისად დაიდება უერთიერდამოუკიდებელი ხელშეკრულებები თანდართული ხელშეკრულების დრაფტის გათვალისნებით, სადაც დაზუსტდება სატენდერო წინადადების პირობები.
1.12 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
სატენდერო განაცხადს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:
- ლოტი 1 - განფასება
- ლოტი 2 - განფასება
- ლოტი 3 - განფასება
- ეთიკის და ქცევის კოდექსი
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
- კონტრაქტორის განაცხადი
- კონტრაქტორის მართვის გეგმა
- ხელშეკრულების დრაფტი
- კითხვარი 01. HMG-202X-XX - Suppliers' Certification Questionnaire_GEO-Final
- კითხვარი 02. Responsible Statement - FCC Code of Ethics and Conduct_GEO-Final
- ГОСТ 9128 — 2013
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 აგვისტო, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); +995 599192500
ტენდერის კატეგორია:
- 45233000 გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები