ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31656 - ტენდერი Commvault Cloud Backup ლიცენზიების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 აგვისტო 2026 დრო 14:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს Commvault Cloud Backup ლიცენზიების შესყიდვის მიზნით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა

2026 წლის 7 აგვისტო 14:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულკონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციაპრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სსქართუ ბანკი(ტენდერის დასახელება Commvault Cloud Backup ლიცენზიების შესყიდვა).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

ირაკლი შენგელაია, მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (464), ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე

გიორგი ტერ-ნერსესოვი, მობილური ნომერი: (+995) 599 888 887, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (444), ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები:ხ. დანართი 1

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.cartubank.ge/index.php?m=464 

ტენდერის კატეგორია:

  • 48710000 პროგრამული პაკეტები სარეზერვო ასლების გასაკეთებლად ან დაკარგული ფაილების აღსადგენად
  • 72261000 პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები