ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31657 - ტენდერი Veeam Data Platform-ის ლიცენზიების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 აგვისტო 2026 დრო 14:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს Veeam Data Platform-ის ლიცენზიების შესყიდვის მიზნით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. 

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა

2026 წლის 7 აგვისტო 14:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულკონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციაპრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სსქართუ ბანკი(ტენდერის დასახელება (Veeam Data Platform-ის ლიცენზიების შესყიდვა).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

ირაკლი შენგელაია, მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (464), ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე

გიორგი ტერ-ნერსესოვი, მობილური ნომერი: (+995) 599 888 887, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (444), ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები: იხ. დანართი 1 

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.cartubank.ge/index.php?m=464

ტენდერის კატეგორია:

  • 48218000 ლიცენზიების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 48710000 პროგრამული პაკეტები სარეზერვო ასლების გასაკეთებლად ან დაკარგული ფაილების აღსადგენად
  • 72261000 პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები