24 აგვისტო 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31689 - ტენდერი ჰიდროელექტროსადგურების სარელეო დაცვების სრულ რეაბილიტაციაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 აგვისტო 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ჰიდროელექტროსადგურების სარელეო დაცვების სრულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით #31/07-Hydro-Relay-2026
სამუშაოების მოცულობა
ა) საპროექტო, ერთობლივი მოკვლევისა და მოსამზადებელი ეტაპი
- ერთობლივი ადგილზე მოკვლევა: პრეტენდენტის ტექნიკური ჯგუფი შემსყიდველი მხარის წარმომადგენლებთანერთად ახორციელებს ვიზიტს ჰესის ტერიტორიაზე. ადგილზე დეტალურად შეისწავლება არსებული ვითარება,საკაბელო ტრასები და მართვის პულტები, რის საფუძველზეც შეირჩევა ახალი სარელეო კარადების ზუსტი დაოპტიმალური განთავსების ადგილები.
- პროექტირება და შეთანხმება: Schneider Electric-ის მიკროპროცესორული რელეების შერჩევა, საკაბელო ჟურნალისმომზადება, საპროექტო სქემების შედგენა და მათი სავალდებულო შეთანხმება შემსყიდველ მხარესთან.
ბ) სამონტაჟო სამუშაოები (ახალი სისტემის ინსტალაცია)
- კარადების მონტაჟი: ახალი სარელეო კარადების დაყენება წინასწარი ერთობლივი მოკვლევისა და შეთანხმებისშედეგად შერჩეულ ადგილებში.
- ახალი საკაბელო მეურნეობის მოწყობა და დაერთება: საკაბელო არხებში სრულად ახალი, თანამედროვესტანდარტების საკაბელო პროდუქციის გაწყობა, ტრასების მოწყობა და მარკირება. ახალი კაბელების სრულადდაერთება როგორც Schneider Electric-ის ციფრულ ტერმინალებზე (ახალ კარადებში), ისე ჰესის პირველადმოწყობილობებზე (გენერატორები, ტრანსფორმატორები, ამომრთველები და ა.შ.).
- მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია: ყველა სამონტაჟო და საკაბელო სამუშაო წარმართებაშემსყიდველი მხარის ტექნიკურ ჯგუფთან მჭიდრო კოორდინაციით, ერთობლივი კონსულტაციებისა დამეგობრული სამუშაო პროცესის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პროექტის მაღალი ხარისხითა დაშეთანხმებული სტანდარტებით შესრულებას.
გ) გამართვა, ტესტირება და ჩაბარება (Commissioning)
- ტესტირება და პარამეტრირება: გაწყობილი ახალი საკაბელო ხაზების იზოლაციის სრული შემოწმება(ტესტირება), Schneider Electric-ის რელეების პროგრამული კონფიგურაცია, პარამეტრირება და პირველადიდენებისა და ძაბვების ინექციური ტესტირება (Injection Testing).
- კომპლექსური გაშვება: სადგურის სისტემებთან ინტეგრაცია და სრულფასოვანი კომპლექსური გაშვება(Commissioning).
- დოკუმენტაციის, ნახაზებისა და პაროლების გადაცემა: სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ,შემსყიდველ კომპანიას სრულად გადაეცემა შესრულებული სამუშაოების ნახაზების საბოლოო ვერსიები (As-Built Drawings), ასევე სისტემის, ტერმინალებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირებისათვის საჭიროყველა წვდომა და პაროლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს სადგურის შემდგომი დამოუკიდებელი და უსაფრთხოოპერირება.
- ექსპლუატაციაში ჩაბარება: ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემა შემსყიდველი ორგანიზაციის ტექნიკურიზედამხედველობის ჯგუფის თანდასწრებით და კანონმდებლობით დადგენილი მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებით.
სამუშაოების შესრულების მისამართები:
- ბჟუჟა ჰესი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გომი
- ტირიფონი ჰესი - გორის რაიონი, სოფელი ქვეში
- კახარეთი ჰესი - ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი
თანდართული დოკუმენტაცია:
- ტექნიკურიი ინფორმაცია - დანართი #1(ბჟუჟა ჰესი, ტირიფონი ჰესი, კახარეთი ჰესი)
- ცალხაზოვანი სქემები - დანართი #2 (ბჟუჟა ჰესი, ტირიფონი ჰესი, კახარეთი ჰესი)
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება,რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების დადასტურება ანალოგიური პროდუქციის მიწოდების თაობაზე(არანაკლებ 1 წელი).
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია, კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დამოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდესორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დატენდერის დასახელება და ნომერი - #31/07-Hydro-Relay-2026
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილითანხის ოდენობაზე;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
- შესრულებულ სამუშაოებზე: გარანტია მინიმუმ 2 წელი
- შესრულების ვადები: დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების პროცესში
წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 24 აგვისტო 17:00 საათი
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ნიკა კიღურაძე - 551 91 05 73
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ავთანდილ მანჯავიძე - 595 71 12 72
ტენდერის კატეგორია:
- 31221000 ელექტრორელეები
- 45315000 გათბობისა და შენობის სხვა ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები