7 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31690 - ტენდერი სს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ 8 ავტოგასამართი სადგურის სრული რებრენდინგის სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 1 აგვისტო 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს სს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ 8 ავტოგასამართი სადგურის სრული რებრენდინგის სამუშაოების შესყიდვაზე.
ქვეთ მოთვლილ ობიექტებზე მაღაზიის, ოფისისა და სადგურის არსებული ფასადების რეაბილიტაცია ალუკაბონდითა და სხვა შესაბამისი მასალებით:
- გელოვანი - მარშალ გელოვანის გამზ. Tbilisi 0162
- აეროპორტი ლილო - ქალაქი თბილისი , სავაჭრო-საბითუმო ბაზა "ცეკავშირი", მიმდებარედ , (ნაკვ. 01/021)
- ფორტუნა – ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, N 168
- ყიზილაჯლო - სოფელი ყიზილაჯლო
- ქუთაისი - აღმაშენებლის 16 Kutaisi 4600
- მარნეული - რუსტაველის ქუჩა მარნეული , Marneuli 3000
- შეშელიძე - 76 დავით აღმაშენებლის გამზ., Tbilisi 0162
- სამუშაოების დეტალური მოცულობები, ტექნიკური მოთხოვნები და სპეციფიკაციები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციასთან თანდართულ ფაილებში.
- აღმაშენებლის ხეივანი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N95
მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება.
დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დამკვეთი განსაზღვრავს, თუ რომელ ობიექტზე და რა დროს დაიწყება სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოები.
პრეტენდენტი ვალდებულია დაიცვას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) მოთხოვნები დამკვეთის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი ნორმების შესაბამისად.
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასადის მოცულობები დათვლილია მხოლოდ ხილვადი (თვალსაჩინო) ფართების მიხედვით.
ტენდერში მონაწილეებმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ:
- კასეტების დამაგრების ტექნიკური ნახაზი და შესაბამისი კონსტრუქციული გადაწყვეტა;
- გამოსაყენებელი მასალების ტექნიკური სპეციფიკაციები;
- საჭიროების შემთხვევაში, მასალების შესაბამისობის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია და სერტიფიკატები.
სამუშაოების შესრულების ვადები
პრეტენდენტს სადგურების სრული რებრენდინგის სამუშაოების შესრულებისა და დასრულებისთვის ეძლევა 81 კალენდარული დღე, რომლის ათვლა იწყება წინასწარი გადახდის (ავანსის) ჩარიცხვის დადასტურების თარიღიდან.
სამუშაოების შესრულების ვადა ნაწილდება შემდეგნაირად:
- 60 კალენდარული დღე – მასალების შეკვეთის, წარმოების, ტრანსპორტირებისა და ობიექტებზე მიწოდებისთვის;
- 21 კალენდარული დღე – სადგურებზე სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოების სრულად შესრულებისთვის.
21-დღიანი ვადის ათვლისა და დასრულების დასადასტურებლად გაფორმდება სამუშაოების დაწყებისა და სამუშაოების დასრულების აქტები.
შენიშვნა: სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 21 კალენდარული დღისა, ხოლო პროექტის სრული შესრულება – არაუგვიანეს 81 კალენდარული დღისა. ზემოაღნიშნული ვადებიდან ნებისმიერი ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოების ჯამური ღირებულების 0.7%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
პრეტენდენტს უფლება აქვს შემოთავაზოს ზემოაღნიშნულზე ნაკლები ვადები. შემოთავაზებული უფრო მოკლე ვადები შეფასების პროცესში ჩაითვლება უპირატესობად.
გადახდის პირობები:
ხელშეკრულების ღირებულების 30% გადაიხდება ავანსის სახით;
• დარჩენილი 70% გადაიხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე
საგარანტიო ვადა: 4 წელი
ხელშეკრულების ვადები: ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მოლაპარკების საგანი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მერაბ მგელაძე
ტელ: 577310016
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები