ჩაბარების ვადა:
21 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3171 - ტენდერი მილების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG Copper აცხადებს ტენდერს მილების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- თითოეული პროდუქციის ფასი (წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (დღგ-ს ჩათვლით) და ანგარიშსწორების პირობები.
- პროდუცქციის მოთხოვნილ ხარისხთან შესაბამისობის და წარმოშობის სერთიფიკატები;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com , შემდგომში, ტენდერის ვადის ამოწურვამდე კოდის გამოგზავნის პირობით.
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 21.11.2017
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები