30 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31724 - ტენდერი ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესარჩევად
- გამომცხადებელი: AWARD
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სამშენებლო კომპანია შპს „AWARD“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესარჩევად.
ჩვენ შესახებ:
შპს „AWARD“ წარმოადგენს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სექტორში მოქმედ გამოცდილ კომპანიას, რომელსაც განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის პარკების, სკვერების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
კომპანია გეგმავს ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელებას და იწვევს საიმედო, კვალიფიციურ და გამოცდილ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს თანამშრომლობისთვის.
სამუშაო მიმართულებები:
- სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა: სტადიონების, სპორტული მოედნების(ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის), ჩოგბურთის კორტების, სკეიტ-პარკებისა დასაბავშვო/სასპორტო სივრცეების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპეციალური საფარების(კაუჩუკი, ხელოვნური/ბუნებრივი ბალახი, EPDM, ასფალტი/დეკინგი) და ინვენტარის მოწყობა.
- სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა: საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობები, სამთო/სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები.
- საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: გზების, ავტომაგისტრალების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ასფალტირება, ტროტუარები, ველობილიკები, საგზაო ნიშნები, ხიდები, გვირაბები, რკინიგზა და აეროპორტები.
- გარე განათება და საინჟინრო ქსელები: ქალაქის გარე განათების ქსელების მოწყობა(ბოძები, კაბელები, დამიწება), წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე/სეპტიკურისისტემები, მილსადენები, ელექტროგადამცემი/სატელეკომუნიკაციო ქსელები, HVAC და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
- ჰიდროტექნიკური და სპეციალური ნაგებობები: პორტები, ნავსადგურები, კაშხლები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, აუზები და წყალსაცავები.
- მოსამზადებელი და სპეციალიზებული სამუშაოები: დემონტაჟი, მიწის გათხრა/ბურღვა, საძირკველი, ბეტონირება, მეტალოკონსტრუქციები, ხარაჩოები, ჰიდროიზოლაცია და მძიმე ტექნიკის იჯარა ოპერატორთან ერთად.
- სარემონტო-სამოპირკეთებლო სამუშაოები: ლიფტები/ესკალატორები, თბო/ხმისა დავიბრაციის იზოლაცია, გადახურვა, კარ-ფანჯრები/ვიტრაჟები, მოპირკეთება, სამღებრო სამუშაოები და მშენებლობის შემდგომი დასუფთავება.
ძირითადი მოთხოვნები პრეტენდენტებს:
- სამუშაოების შესასრულებლად რეალური ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსის ფლობა
- კვალიფიციური პერსონალი, შესაბამისი აღჭურვილობა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უნარი.
- რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსი (საგადასახადო ან სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები და მოკლე პორტფოლიო.
- საკონტაქტო პირის მონაცემები.
გთხოვთ, თქვენი ინფორმაცია და პორტფოლიო გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:tenders@award.ge
დედლაინი: 30 სექტემბერი, 18:00 საათი.
სათაურში (Subject) მიუთითეთ: „ქვეკონტრაქტორი - [სამუშაოს მიმართულება]“.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელ-ფოსტა: tenders@award.ge
- ტელეფონი: +995 555 60 70 06 10:00-19:00
- ვებ-გვერდი: www.award.ge
- მისამართი: ქ. თბილისი, გამრეკელის 19
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები