ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31740 - ტენდერი გრძელვადიან ჭრილში სამეურნეო ინსტრუმენტების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 7 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2026 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 7 აგვისტო 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს  ელექტრონულ ტენდერს  გრძელვადიან ჭრილში სამეურნეო ინსტრუმენტების შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსკუთრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული პოზიციების მოწოდება, გრძელვადიან ჭრილში მიახლოებითი წლიური რაოდენობის გათვალისწინებით, ტენდერში დაფიქსირებული ფასით.  დაკვეთა იწარმოებს მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივი მოწოდებით მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად.

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

1.2 მომსახურების/სამუშაოს/საქონლის აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

სამეურნეო ინსტრუმენტების ჩამონათვალი, სპეციფიკაცია და მიახლოებითი წლიური რაოდენობა  მოცემულია დანართი N1-ის სახით.

ყოველი დაკვეთა იწარმოებს კონკრეტული პოზიციის მიხედვით დაკვეთის მომენტში საჭირო რაოდენობის შესაბამისად. 

შენიშვნა:

  • დანართ N1-ში წარმოდგენილი ფოტომასალა არის საორიენტაციო და არა კონკრეტული მოთხოვნა.
  • ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დანართ N1-ში მოცემულ მოთხოვნებს და აკმაყოფილებდეს დანიშნულებისამებრ გამოყენებას გრძელვადიან ჭრილში. არ განიხილება უხარისხო პროდუქციის შემოთავაზება.
  • რაოდენობა მოცემული არის წლიურ ჭრილში და არის საორიენტაციო.  დამკვეთი იტოვებს უფლებას ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წლის ჭრილში გაზარდოს ან/და შეამციროს შესასყიდი პოზიციების რაოდენობა, რაზეც შერჩეულ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია და აღნიშნულმა გარემოებამ არ უნდა იმოქმედოს ფასზე.
  • პრეტენდენტ კომპანიას აქვს უფლება ტენდერში წარმოადგინოს თითო პოზიციის ალტერნატიული ვარიანტები, რაზეც თითოეული შემოთავაზებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური მონაცემები პოზიციის შესაბამისად.  

პრეტენდენტ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის შეუძლია მიიღოს როგორც სრული, ასევე ცალკეული პოზიციით.  

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი.

პრეტედენტმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა, ასევე ცალკეული პოზიციებით.

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

  • დაკვეთის შესაბამისად, მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართებზე:
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - თბილისი,  ქ თბილისი, წყალსადენის ქ 7
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - რუსთავი, ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსხვავებულ ლოკაციაზე 

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, კონსიგნაციის წესით, საქონლის მოწოდებიდან და/ან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1-ის მიხედვით შემოთავაზების სრულად შევსება - მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი/მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასი (ეროვნულ ვალუტაში - ლარში, დღგ-სა და საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების საფასურის ჩათვლით), ეტაპობრივი შემოტანისთვის მოწოდების ვადა (დაკვეთიდან რა ვადაში მოხდება მომარაგება).
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც განახლებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდეგ.  
  • შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (კითხვარი 1 და კითხვარი 2).
  • ტენდერის დასრულებამდე, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონულად ატვირთვის პარალელურად, მონაწილე კომპანიამ უსასყიდლოდ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ფიზიკური ნიმუში, მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10 (GWP სათავო ოფისი, დაცვასთან), ელენე ნადიბაიძის სახელზე. წარმოსადგენ ნიმუშზე მითითებული უნდა იყოს მონაწილე კომპანიისა და  საქონლის  პოზიციის დასახელება/პოზიციის ნომერი.

შენიშვნა:

შერჩევა მოხდება წარმოდგენილი ნიმუშის, ფასის მიხედვით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბრენდის/მოდელის ცვლილება/კორექტირება არ განიხილება!

შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოთხოვნისამებრ ნიმუშის უკან დაბრუნება შესაძლებელია, ტენდერის დასტურებიდან  ერთი თვის ვადაში.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.6 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება! 

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში შერჩეულ კომპანი(ებ)ასთან დაიდება გრძელვადიანი მინ. ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებ(ებ)ა ფასის ფიქსაციით, სატენდერო პირობების შესაბამისად. 

1.8 სხვა მოთხოვნა

  •  წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერისპირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  •  შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ელენე ნადიბაიძე 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: enadibaidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1451); +599 597222326

ტენდერის კატეგორია:

  • 44511000 ხელის ხელსაწყოები
შეკითხვები