ჩაბარების ვადა:

27 აგვისტო 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31802 - ტენდერი 35კვ „შემოქმედის“ ელექტრო გადამცემი ხაზის სარებილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 აგვისტო 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს 35კვ „შემოქმედის“ ელექტრო გადამცემი ხაზის სარებილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე.

შესასყიდი მასალების ჩამონათვალი:

1. მინის იზოლიატორი ПС70E. – 1755 ცალი

2. ალუმინის მავთული АС185/24 ფოლადნარევი. -1800 გრძ. მ

3. დამჭიმი დამჭერი (зажым натяжной болтовый) НБН 3-6 . – 60 ცალი

4. ერთათიანი ყური (ушко однолапчатое) У-1-12-16 . – 90 ცალი

5. საყურე (серьга) CP 12-16 . – 30 ცალი

6. კავი (скоба) CK 12-1-A . – 46 ცალი

7. შემაერთებელი დამჭერი (зажим соединительный плашечный) ПA 4-1. – 85 ცალი

8. დამჭერი (зажим) ПГН 3-5. – 70 ცალი

 თანდართული დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი - დანართი#1

 წინადადების წარდგენის წესი:

  • ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აგვისტო 17:00 საათი
  • დოკუმენტაცია (დანართი#1) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი#12/08/26-GIEC-Hydro-M-Shemokmedi
  • კომერციული წინადადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • მასალების ტექნიკური მონაცემების ე.წ „Data Sheet”-ები.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლება მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ; 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

თენგიზ გოგელია 
599 21 19 09

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ავთანდილ მანჯავიძე 
ტელ: 595 71 12 72
amanjavidze@giec.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
შეკითხვები