ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31809 - ტენდერი გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 აგვისტო 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 აგვისტო 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე.

ენერატორების და უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვა სამ ლოტად ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1, დანართი #2, დანართი #3) შესაბამისად;

  • პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

აუცილებელი მოთხოვნები!

  • ტენდერში შემოთავაზებულ მოდელს აღჭურვილი უნდა იყოს PERKINS-ის ბრენდის ძრავით (წარმოშობისსერტიფიკატით);
  • განიხილება მხოლოდ ის შემოთავაზებული მოდელები, რომლებიც აღჭურვილია შემდეგი ბრენდების ალტერნატორით: MECC ALTE, CROMPTON GREAVES, LEROY-SOMER, STAMFORD.
  • მართვის პანელში განიხილება მხოლოდ თურქული datakom d500 ან სხვა ევროპული წარმოშობის ალტერნატივა;

პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1, დანართი #2);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;

პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდინარე სასაწყობე ფართი;

შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;

ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

საყურადღებო ინფორმაცია! აუცილებელია  პრეტენდენტმა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული ტექნიკური დოკუმენტაციის როგორც ხელმოწერილი PDF , ასევე exel ფაილები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აგვისტო, 17:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: NA
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: 

შესყიდვების მენეჯერი 
შორენა თავაძე
ტელ: 595 90 12 00
Shorena.tavadze@lb.ge  

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია

შესყიდვების ჯგუფის უფროსი 
გიორგი მდივნიშვილი
ტელ: 551 888 398
Giorgi.Mdivnishvili@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დოკუმენტაცია

სატენდერო განცხადება -გენერატორი ორ ლოტად სატენდერო განცხადება -გენერატორი ორ ლოტად
დანართი #1 -ლოტი #1 (ფასების ცხრილი და ტექ მახასიათებლები სტაციონარი გე დანართი #1 -ლოტი #1 (ფასების ცხრილი და ტექ მახასიათებლები სტაციონარი გე
დანართი #2 -ლოტი #2 (ფასების ცხრილი და ტექ მახასიათებლები პორტატული გენ დანართი #2 -ლოტი #2 (ფასების ცხრილი და ტექ მახასიათებლები პორტატული გენ
დანართი #3 -ლოტი #3 (ფასების ცხრილი და ტექ მახასიათებლები UPS) დანართი #3 -ლოტი #3 (ფასების ცხრილი და ტექ მახასიათებლები UPS)
დანართი #4 (ხელშეკრულების შაბლონი ნასყიდობა) დანართი #4 (ხელშეკრულების შაბლონი ნასყიდობა)
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები