ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31836 - ტენდერი ბალანსზე არსებული 8 სადგურის, ვეიმარტის მაღაზიებისა დასადგურების ოფისების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 15 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 15 აგვისტო 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს ბალანსზე არსებული 8 სადგურის, ვეიმარტის მაღაზიებისა დასადგურების ოფისების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

კონკრეტული დავალება:

ტენდერი მოიცავს ქვემოთ მითითებულ ობიექტებზე გარე სივრცეების, ვეიმარტის მაღაზიებისა და სადგურებისოფისების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

  • გელოვანი - მარშალ გელოვანის გამზ. Tbilisi 0162
  • აეროპორტი ლილო - ქალაქი თბილისი , სავაჭრო-საბითუმო ბაზა "ცეკავშირი",  მიმდებარედ , (ნაკვ. 01/021)
  • ფორტუნა – ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, N 168 
  • ყიზილაჯლო - სოფელი ყიზილაჯლო
  • ქუთაისი  - აღმაშენებლის 16 Kutaisi 4600
  • მარნეული - რუსტაველის ქუჩა მარნეული , Marneuli 3000
  • შეშელიძე  - 76 დავით აღმაშენებლის გამზ., Tbilisi 0162
  • აღმაშენებლის ხეივანი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N95

სამუშაოების დეტალური მოცულობები, ტექნიკური მოთხოვნები და სპეციფიკაციები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციასთან თანდართულ ფაილებში.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გადახდის პირობები:

  • ხელშეკრულების ღირებულების 50% გადაიხდება ავანსის სახით; 
  • დარჩენილი 50% გადაიხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 

ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე

ხელშკრულების ვადები: ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე, დამკვეთის მითითებით.

საგარანტიო პირობები: 4 წელი

სხვა 

პრეტენდენტს 8 სადგურზე სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისა და დასრულებისთვის ეძლევა 56 კალენდარული დღე, რომლის ათვლა იწყება წინასწარი გადახდის (ავანსის) ჩარიცხვის დადასტურების თარიღიდან.

შენიშვნა 1: წინასწარი გადახდის (ავანსის) ჩარიცხვის დადასტურებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა დაასრულოს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ვიტრაჟების, კარებებისა და სტრუქტურული ფოლადის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დაწყებისა და დასრულების დასადასტურებლად გაფორმდება შესაბამისი სამუშაოების დაწყებისა და სამუშაოების დასრულების აქტები.

შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული ვადებიდან ნებისმიერი ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოების ჯამური ღირებულების 0.7%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

პრეტენდენტს უფლება აქვს შემოგვთავაზოს ზემოაღნიშნულზე ნაკლები ვადა. შეფასების პროცესში უპირატესობად ჩაითვლება უფრო მოკლე ვადის შეთავაზება.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი
მერაბ მგელაძე
ტელ: 577310016

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

AIRPORT-2 OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS 09-08-2026 AIRPORT-2 OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS 09-08-2026
FORTUNA OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS 09-08-2026 FORTUNA OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS 09-08-2026
GELOVANI OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS 04-08-2026 GELOVANI OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS 04-08-2026
KIZILHADJO OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS 04-08-2026 KIZILHADJO OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS 04-08-2026
KUTAISI OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS 04-08-2026 KUTAISI OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS 04-08-2026
MARI MARKET INTERIOR WAYMART & EXTERNAL WORKS BOQ 12-08-2026 MARI MARKET INTERIOR WAYMART & EXTERNAL WORKS BOQ 12-08-2026
MARNEULI INTERIOR WAYMART, OFFICE & EXTERNAL WORKS BOQ 12-08-2026 MARNEULI INTERIOR WAYMART, OFFICE & EXTERNAL WORKS BOQ 12-08-2026
SHESHELIDZE IINTERIOR WAYMART, OFFICE & EXTERNAL WORKS BOQ 04-08-2026 SHESHELIDZE IINTERIOR WAYMART, OFFICE & EXTERNAL WORKS BOQ 04-08-2026
AIRPORT-2 OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS AIRPORT-2 OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS
FORTUNA WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS FORTUNA WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS
GELOVANI OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS GELOVANI OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS
KIZILHADJO OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS KIZILHADJO OFFICE INTERIOR & EXTERNAL WORKS
KUTAISI OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS KUTAISI OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS
MARI MARKET WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS MARI MARKET WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS
MARNEULI OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS MARNEULI OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS
SHESHELIDZE OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS SHESHELIDZE OFFICE, WAYMART INTERIOR & EXTERNAL WORKS
ტენდერი ტენდერი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები