21 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31841 - ტენდერი ურბნისის კომპლექსში საწვავის დისპენსერის ალუმინის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 აგვისტო 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს ურბნისის კომპლექსში საწვავის დისპენსერის ალუმინის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვაზე.
კონკრეტული დავალება:
პრეტენდენტმა ურბნისის კომპლექსში უნდა განახორციელოს საწვავის დისპენსერების არსებული ალუმინის მოპირკეთების დემონტაჟი და დამკვეთის მითითების შესაბამისად (შავი ფერის) ახალი ალუმინის ფასადების დამზადება, მიწოდება და მონტაჟი.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება.
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დამკვეთი განსაზღვრავს, თუ რომელ ობიექტზე და რა დროს დაიწყება სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- პრეტენდენტი ვალდებულია დაიცვას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) მოთხოვნები, დამკვეთის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი ნორმების შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეებმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ:
- გამოსაყენებელი მასალების ტექნიკური სპეციფიკაციები;
- საჭიროების შემთხვევაში, მასალების შესაბამისობის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია და სერტიფიკატები.
გადახდის პირობები:
- ხელშეკრულების ღირებულების 50% გადაიხდება ავანსის სახით;
- დარჩენილი 50% გადაიხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე
ხელშკრულების ვადები: ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე, დამკვეთის მითითებით.
საგარანტიო პირობები: 4 წელი
სხვა:
პრეტენდენტს აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთვის ეძლევა 45 კალენდარული დღე, რომლის ათვლა იწყება წინასწარი გადახდის (ავანსის) ჩარიცხვის დადასტურების თარიღიდან.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული ვადებიდან ნებისმიერი ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოების ჯამური ღირებულების 0.7%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
პრეტენდენტს უფლება აქვს შემოგვთავაზოს ზემოაღნიშნულზე ნაკლები ვადა. შეფასების პროცესში უპირატესობად ჩაითვლება უფრო მოკლე ვადის შეთავაზება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი
მერაბ მგელაძე
ტელ: 577310016
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45262000 სპეციალური სამშენებლო სამუშაოები, სახურავის რემონტის გარდა