19 აგვისტო 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31842 - ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში განლაგებული 28 სერვის ცენტრის მონაცემთა გადაცემის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 აგვისტო 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 აგვისტო 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში განლაგებული 28 სერვის ცენტრის მონაცემთა გადაცემის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებისთვის, 3 წლის ვადით.
მომსახურება მოიცავს ორ კომპონენტს:
კომპონენტი 1 — ქსელური მომსახურება (სასურველია L3)
ბანკის მონაცემთა ცენტრიდან (ქ. თბილისი, პუშკინის 3) თბილისის მეტროპოლიტენის 28 სერვის ცენტრამდე (დანართი N3) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის უზრუნველყოფა, მინიმალური სიჩქარით 5 მბ/წმ თითოეულ წერტილში.
კომპონენტი 2 — ოპტიკური კაბელის ინფრასტრუქტურა
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურება საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინფრასტრუქტურით.მარშრუტი და კაბელის სიგრძე განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ; ფინანსურ შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს ფასი 1 კმ-ზე და კაბელის სავარაუდო სიგრძე.
- მიწოდების ვადა: არაუგვიანეს 1 თვე
- მიწოდების ადგილი: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები (სრული სია — დანართი N3)
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
ხელშეკრულებისა და ანგარიშსწორების პირობა
გამარჯვებულ პრეტედენტთან გაფორმდება 3 წლიანი ხელშეკრულება. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ყოველთვიურად, კონტრაჰენტის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
ძირითადი მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:
ინფრასტრუქტურული მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კავშირი ქ. თბილისი, პუშკინის 3-დან (Data Centre) თბილისის მეტროპოლიტენის 28 სერვის ცენტრამდე (დანართი N3).
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინფრასტრუქტურა თბილისის მეტროპოლიტენში
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მოქმედი ნებართვა თბილისის მეტროპოლიტენში სატელეკომუნიკაციო მომსახურების გასაწევად;
ტექნიკური მოთხოვნები:
- სასურველია L3 ჩართვა, თითოეულ წერტილში, სიჩქარე განისაზღვროს 5 მბ/წმ-ით;
- SLA პარამეტრები (Uptime, რეაგირების დრო, პასუხისმგებლობა) — განისაზღვრება პრეტენდენტის შეთავაზებით და წარმოდგენილი უნდა იყოს ფინანსურ შეთავაზებასთან ერთად.
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება (თვიური ღირებულება თითო წერტილზე და ჯამური ღირებულება 3 წლისთვის);
- დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
- დანართი N3 — სერვის ცენტრების სია და მდებარეობა
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 აგვისტო, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
- 32561000 ბოჭკოვან-ოპტიკური შესაერთებლები
- 72318000 მონაცემთა გადაცემა
- 72720000 ფართო ქსელების მომსახურება