ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31853 - ტენდერი ბრენდირებული სხვადასხვა ტიპის პლასტიკური ბარათის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 17 აგვისტო 2026 დრო 13:19
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული პლასტიკური ბარათის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
პლასტიკური ბარათი - სატრანსპორტო ბარათი 20,000 ცალი
პლასტიკური ბარათი - საშეღავათო პლასტიკური ბარათი პერსონალიზაციით 15,000 ცალი


მახასიათებლები

  • ფერადი, ბრენდირებული, ორმხრივი ბეჭდვით;
  • Mifare Classic 1K, 4B NUID, Double Side Printed, with Chip ID engraving (laser or inject);
  • უკონტაქტო ჩიპიანი ბარათი;
  • ბარათის წინა მხარეს ამოტვიფრული სერიული ნომერი;
  • ბარათების სერიული ნომრის გამოტანის პრინციპი: Reverse Order — HEX მნიშვნელობის შებრუნება და Decimal ფორმატში კონვერტაცია
  • შეფუთვა ორმაგი:
    I მუყაოს ყუთში — 200 ცალი;
    II მუყაოს ყუთში — 15 ცალი 200-ცალიანი ყუთი;
  • ბრენდირება;
  • საშეღავათო პლასტიკური ბარათების პერსონალიზაცია უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მიწოდებული მონაცემების შესაბამისად, ბარათზე პერსონალური/ცვლადი მონაცემების დატანით.

სატესტო ნიმუში

  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სატესტო ბრენდირებული ბარათის მოწოდება დამკვეთის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.
  • სატესტო ბარათი უნდა შეესაბამებოდეს შესასყიდ საბოლოო პროდუქტს დიზაინის, ბრენდირების, ბეჭდვის ხარისხისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით.
  • სატესტო ნიმუშის შეფასება წარმოადგენს სატენდერო წინადადების შეფასების ნაწილს. სატესტო ნიმუშის სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის წინადადების უარყოფის საფუძველი.

მოწოდების ვადა

პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:

I — სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათების სრული რაოდენობის — 20,000 ცალის — მოწოდების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრისა.

II — საშეღავათო პლასტიკური ბარათები პერსონალიზაციით

  • საშეღავათო პლასტიკური ბარათები პერსონალიზაციით მოწოდებული უნდა იყოს დამკვეთის თითოეული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
  • ერთი მოთხოვნის ფარგლებში რაოდენობა არ აღემატება 1,000 ცალს.
  • ჯამური რაოდენობის — 15,000 ცალის — მოთხოვნა და მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნული მოწოდების ვადების დაცვა წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს აღნიშნულ ვადებში პროდუქციის მოწოდების შესაძლებლობას.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროდუქციის ოფისში გადმოტვირთვა და მოთხოვნის შესაბამისად განთავსება.

მოწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ბოხუას ქ. №4, IV სართული.

ანაზღაურება: ანგარიშსწორება განხორციელდება პროდუქციის თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია PDF ფორმატში:

  • დანართი №1 — კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი №2 — ფასების ცხრილი;
  • დანართი №3 — განხორციელებული პროექტებისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

დამატებითი პირობები

  • ფასები უნდა იყოს წარმოდგენილი ლარში, დღგ-სა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • პრეტენდენტი წინადადების წარმოდგენით ადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობებისა და მოწოდების ვადების შესრულების შესაძლებლობას.

შეფასების კრიტერიუმები

  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • სავალდებულოა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოწოდების ვადების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის ხარისხი შეფასდება, მათ შორის, წარმოდგენილი სატესტო ნიმუშის საფუძველზე;
  • ტექნიკურ მოთხოვნებთან, ხარისხისა და მოწოდების სავალდებულო პირობებთან შესაბამის წინადადებებს შორის უპირატესობა მიენიჭება საუკეთესო ფასის მქონე წინადადებას;
  • განფასებაში შეცდომის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ერთეულის ფასს;
  • ელექტრონულად დაფიქსირებულ და სატენდერო დოკუმენტში მითითებულ ფასებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს.

სხვა პირობები

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია და შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი (დავალიანების გარეშე);
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს ან გააუქმოს ტენდერი;
  • სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ინფორმაცია

ტენდერის მსვლელობისას ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@msplus.ge

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 21.08.2026, 15:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები