1 სექტემბერი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31857 - ტენდერი სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა/მოწოდების თაობაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 18 აგვისტო 2026 დრო 10:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 1 სექტემბერი 2026 დრო 12:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა/მოწოდების თაობაზე.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- კომპანიის საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, გამოცდილება
- მსგავსი პროექტების ჩამონათვალი და აღწერილობა.
- წყლის დისპენსერის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის დისპენსერის ფოტოსურათების წარდგენა. (დანართი N1-ტექნიკური დავალების მიხედვით) დისპენსერის ხარისხის შესაბამისი ყველა სახის სერტიფიკატის წარდგენა
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
სატენდერო მოთხოვნები:
- წყლის დისპენსერების ინსტალაცია/დროებით სარგებლობაში გადმოცემა უნდა განხორციელდეს დანართი N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად.
- მუყაოს ერთჯერადი ჭიქების მიწოდება უნდა განხორციელდეს რეგულარულად/მოთხოვნის შესაბამისად, დანართი N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, 1 წლის ვადით.
ელ. ტენდერი
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე.
- ვაჭრობა გაიმართება ჯამური წლიური მომსახურების ფასზე (როგორც დისპენსერების იჯარა, ასევე ჭიქების ღირებულება/მოწოდების გათვალისწინებით) გთხოვთ იხ.თანდართული შესავსები ფასთა ცხრილი.
- ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
- Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 სექტემბერი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ფასის კლების ბიჯი: 500 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
დიანა კოკოლიშვილს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები