ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31871 - ტენდერი ავლაბრის ოფისის (ქეთევან დედოფლის გამზირი N3) კონსტრუქციული პროექტის შედგენაზე

  • გამომცხადებელი: ტერაბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • ფასის კლების ბიჯი: 5'000.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 18 აგვისტო 2026 დრო 16:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 სექტემბერი 2026 დრო 12:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ავლაბრის ოფისის (ქეთევან დედოფლის გამზირი N3) კონსტრუქციული პროექტის შედგენის თაობაზე. 

სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება შესაბამისი  ხელშეკრულება .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მათ შორის სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტის ძირითადი პერსონალის — არქიტექტორის, არქიტექტორ-რესტავრატორის, გეოლოგისა და ინჟინერ-კონსტრუქტორის — თითოეულს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სამოქალაქო დანიშნულების ძეგლების რესტავრაციის, გამაგრებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე პროექტში მონაწილეობაზე გაფორმებული თანხმობის დოკუმენტები.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული არანაკლებ 3 სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობის საპროექტო სამუშაოების გამოცდილება.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:
    - არანაკლებ 250,000 ლარის ღირებულების დასრულებული ხელშეკრულება შესაბამისი მიმართულებით;
    - შესაბამისი მიმართულებით ჯამურად არანაკლებ 500,000 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების გამოცდილება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • შესრულებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი 
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  •  მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  •  სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.

ელ. ტენდერი 

  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. 
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამური მომსახურების ფასზე (გთხოვთ იხ.თანდართული შესავსები ფასთა ცხრილი)
  • ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
  • Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 02 სექტემბერი (12:00 სთ-მდე)
  • ვაჭრობის დაწყების დრო: 2 სექტემბერი 12 :00 სთ.  

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 სექტემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე
  • ფასის კლების ბიჯი: 5000 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ვაჭრობის დაწყების დრო: 2 სექტემბერი 12 :00 სთ.  

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ დიანა კოკოლიშვილს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge  მობ: 5999547702

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 71210000 არქიტექტურული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 71221000 არქიტექტურული მომსახურებები შენობებისთვის
შეკითხვები